ავტორი:

"მიტოვებული“ ბერნი სანდერსი და ჩაძინებული ბილ კლინტონი - სოციალური ქსელების ფავორიტები ბაიდენის ინაუგურაციიდან (ფოტოები)

"მიტოვებული“ ბერნი სანდერსი და ჩაძინებული ბილ კლინტონი - სოციალური ქსელების ფავორიტები ბაიდენის ინაუგურაციიდან (ფოტოები)

ჯო ბაიდენი უკვე ოფიციალურად გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ინაუგურაცია გუშინ, 20 იანვარს გაიმართა. ცერემონიას ამერიკის პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტები და პირველი ლედები.

სტუმრებს შორის იყვნენ ბილ და ჰილარი კლინტონებიც. ბილ კლინტონმა კი მედიის ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო და მისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. საქმე ისაა, რომ სოცქსელების მომხმარებლებმა ბილი ჯერ პირბადის არასწორად ტარებაში "გამოიჭირეს“,

ხოლო შემდეგ, ინაუგურაციის მსვლელობისას აღმოაჩინეს, რომ მას ჩაეძინა.

ჩაძინებული ბილის ფოტო "ტვიტერში“ ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოება გაამხიარულა.

ღმერთო ჩემო, ბაიდენის სიტყვით გამოსვლისას ბილ კლინტონს სძინავს

ვინმემ გააღვიძეთ

ბილ, გაიღვიძე, ჯო პრეზიდენტია

რატომ გიკვირთ?! 74 წლისაა - წერენ სოციალურ ქსელში.

ინაუგურაციის კიდევ ერთი მთავარი გმირი, სენატორი ბერნი სანდერსი აღმოჩნდა და მისი ფოტო ახალი მიმების შექმნის შთაგონებად იქცა. სოციალური დისტანციის გამო, ბერნი სხვებისგან მოშორებით იჯდა, ეცვა ქურთუკი, ნაქსოვი ხელთათმანები და რა თქმა უნდა, ეკეთა პირბადე. "მიტოვებული სანდერსი“ - ასე შეაფასა ფეხი ფეხზე გადადებული სანდერსის ეს ფოტო სოცქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა.

როდესაც "დემოკრატებში“ მეგობრები არ გყავს

ცენტრიზმი ასე გამოიყურება - წერენ სოციალურ ქსელებში.

ზოგიერთი იმასაც გვასწავლის, თუ როგორ შევქმნათ ბერნი სანდერსის უკვე ლეგენდარული სტილი:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">to much drip <a href="https://t.co/lyGD9ZrYX8">pic.twitter.com/lyGD9ZrYX8</a></p>&mdash; jac (@bloodyj4ck) <a href="https://twitter.com/bloodyj4ck/status/1352009471699120128?ref_src=twsrc%5Etfw">January 20, 2021</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

აღსანიშნავია, რომ ბერნის ეს ქურთუკი უკვე მეორედ გახდა განხილვის საგანი. სენატორს ეს 770-დოლარიანი ქურთუკი ორი წლის წინ ეცვა ვიდეორგოლში, სადაც წინასაარჩევნოდ დონორებს თანხის ჩარიცხვას სთხოვდა. სენატორი გააკრიტიკეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ბერნის ცოლს განცხადების გაკეთება მოუწია. მან თქვა, რომ სანდერსს ქურთუკი შვილმა საშობაოდ აჩუქა.

მიმების ექსპერტებმა ბერნის ეს ფოტო სხვადასხვა გარემოს შეუსაბამეს და ესეც შედეგი:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

20 000 დოლარად გაყიდული ბერნის თოჯინა და ბერნის ჰუდები - სენატორის პოპულარობა მწვერვალებს იპყრობს, მიმებზე კი თავადაც იცინის