"Wings for Life 2016 მარათონისთვის ფორმაში უნდა ვიყო" - პეტრიაშვილის პოზიტიური პოსტი საავადმყოფოდან

"Wings for Life 2016 მარათონისთვის ფორმაში უნდა ვიყო" - პეტრიაშვილის პოზიტიური პოსტი საავადმყოფოდან

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ამას პოლიტიკოსის სოციალურ ქსელში გააქტიურებაც მოწმობს. დაუდგენელი პირების თავდასხმის შედეგად დაჭრილი პეტრიაშვილი პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს.

"Wings for Life 2016 მარათონისთვის ფორმაში უნდა ვიყო! ყვარლის ქუჩებში სირბილს სხვა ხალისი აქვს! ამ ხალისს პირველ რიგში თვითონ კახელები ქმნიან, ვენაცვალე მაგათ!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ: 26 თებერვალს, თბილისში,  საბურთალოს რაიონში, დღისით, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. ამ ეტაპისთვის ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელების და დამკვეთის ვინაობა უცნობია, თუმცა, როგორც ჩანს, თავდამსხმელები პროფესიონალები არიან. თავდასხმის შესახებ ვრცელდება რამდენიმე მოტივი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს