„მიყვარხარ...მაგრად ჩამჭიდე ხელი“ - თინა ხიდაშელი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

„მიყვარხარ...მაგრად ჩამჭიდე ხელი“ - თინა ხიდაშელი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე იუბილარია. დავით უსუფაშვილი 48 წლის გახდა. მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

"დათო მამას დაბადების დღე აქვს.

არც კი ვიცი როდის ვნახავ დღეს. :(არადა ერთი დღით რომ მომეპარა როგორ მინდოდა.

მიყვარხარ, ვიცი რომ ძალიან დიდ ხანს ვივლით ასე ხელჩაჭიდებული. გახსოვს, 21 დეკემბერს ჩავჭიდეთ ხელი ერთმანეთს. იმ დღეს, თბილისში ომი რომ დაიწყო. იმ დღეზე უარესი, უფრო მძიმე, უფრო შეუძლებელი ქვეყანა არასოდეს გამოჩნდება.

ალბათ ამიტომ ვერ მოგიპარე იმის შემდეგ ვერც ერთ 5 მარტს, სულ მუდამ "მაგრად ჩამჭიდე ხელი" ცხოვრება დავიბედეთ.

ასეთი ცხოვრება მიყვარს, ასე ავირჩეით, და როგორც ჩანს სულ ასე იქნება. კარგია.

მიყვარხარ. მაგრად ჩამჭიდე ხელი", - წერს ხიდაშელი "ფეისბუქზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს