წონაში კლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წონაში კლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქმა არ უნდა, ლამაზი და უნაკლო სხეული, ყველა ადამიანის ოცნებაა. თუმცა სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს იმის ფუფუნება, რომ თავი კარგი აღნაგობით მოიწონოს. რაღა თქმა უნდა, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ხელს უწყობს სხეულის დახვეწილი ფორმების შენარჩუნებას, მაგრამ სწორად რომ მოახერხოთ წონის კორექცია და რაც მთავარია, მიღებული შედეგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ, სპეციალურად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი პროცედურებიც არანაკლებ დაგეხმარებათ.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს - ლომს, ვერძსა და მშვილდოსანს - ასტროლოგები ურჩევენ რაიმე ტიპის ძალოსნური სპორტით დაკავებას. მათთვის ასევე კარგია ქვეცნობიერში დალექილი ნეგატივი (რაც ძირითადად არის კიდეც ჭარბი წონის დაგროვების რეალური მიზეზი) ცეცხლთან უშუალო ურთიერთობით გაანეიტრალონ. საამისოდ უბრალო კოცონთან ჯდომაც კი გამოგადგებათ, აღარაფერს ვამბობ პირომანულ მიდრეკილებებზე.

ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპი, სასწორი, მერწყული - საუკეთესო იქნება თუ თავს "მიწიდან მოწყევტის" საშუალებსა მისცემენ. საამისოდ კარგია პარაპლანით ან დელტაპლანით ფრენა, ბატუტზე ხტომა და ა.შ. შესანიშნავად განეიტრალდება თქვენ ორგანიზმში ჭარბი წონის დაგროვების პროცესი, თუკი თქვენ ხშირად დაკავდებით ფრთოსნების მოვლა პატრონობით (იადონი, თუთიყუში).

წყლის სტიქია - კირჩხიბი, თევზები, მორიელი - ყველაზე უფრო ემოციური ხალხის კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ხალხში ვხვდებით, რასაც თან სხვადასხვა სახის ფსიქოემოციური აშლილობაც ემატება. მათთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა წყალთან ხანგრძლივი და უშუალო კონტაქტი (ცურვა, სპა პროცედურები და ა.შ.). არაჩვეულებრივად მოქმედებს ასევე უბრალოდ რეცხვის პროცედურაც.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს