ამ სამი ქალიდან ერთი - ბებიაა. აბა, გამოიცანით, რომელი?

ამ სამი ქალიდან ერთი - ბებიაა. აბა, გამოიცანით, რომელი?

ისე ჩანს, თითქოს ამ ფოტოზე სამი დაა, რომელთაც თავიანთი შვილები უჭირავთ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფოტოზე სამი თაობაა აღბეჭდილი.

სამივე ქალს ალბათ 25 წელზე მეტს ვერ მისცემთ, თუმცა რომელია აქ ბებია? იაპონელი ქალები ხშირად გამოიყურებიან ასაკზე ბევრად უფრო ახალგაზრდად, მაგრამ მთლად ასე?

თურმე, ჩინეთისგან განსხვავებით, იაპონიაში შობადობის ძალიან დაბალი დონეა და იშვიათად შეხვდებით 40 წლის ბებიას. ამიტომ არის, რომ 42 წლის ბებია კაზუკო ინოუე იქ ყველასთვის ცნობილი ქალბატონია - გამონაკლისი. ეს ქალი 19 წლისა გათხოვდა და იმავე წელს გააჩინა პირველი შვილი... კაზუკოს, მისი ქალიშვილებისა და შვილიშვილების ფოტო ინტერნეტში საოცრად პოპულარული გახდა. გოგონები მის კვალს მიჰყვნენ, მასავით ადრე დაოჯახდნენ და ისინიც ალბათ ახალგაზრდა ბებიები გახდებიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს