როგორ ცვლის ჩვენს ბედს მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

როგორ ცვლის ჩვენს ბედს მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

მზის დაბნელება და მისი ენერგეტიკა ყველაზე მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და მოზარდებზე

მარტის თვე უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენების თავმოყრით იქნება გამორჩეული. ე.წ. "დაბნელებების სეზონი" მოდის და ზუსტად ამ თვეში ველით ორ დაბნელებას, რომელთაგან ერთი მზის სრული დაბნელება უკვე ძალიან მალე ანუ 9 მარტს იქნება. ხოლო მთვარე ოდნავ მოგვიანებით 23 მარტს დაბნელდება. თუმცა, მოდი, ზოგადად ვისაუბროთ დაბნელებებზე და რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ, რომელიც ამ ე.წ. "დაბნელებების კორიდორის" მშვიდად და უხიფათოდ გავლაში დაგვეხმარება.

ზოგადად დაბნელებს შორის პერიოდი საბედისწერო და მნიშვნელოვანი მოვლენების კატალიზატორია მუდამ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პერიოდში ჩადენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ქმედებებით მომავალში გარკვეულ მოვლენათა ჯაჭვს და გარდამტეხ ცვლილებებს დავუდებთ საფუძველს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება ემოციებს შესაშური ძალა აქვს, დაბნელების პერიოდი კი მათზე როგორც გამადიდებელი ლუპა ისე მოქმედებს. შესაბამისად, იმაზე, თუ მიმდინარე პერიოდში რა განწყობით იცხოვრებთ, როგორი იქნება თქვენი ფიქრები და ემოციები, დიდწილადაა დამოკიდებული თქვენივე მომავალი ცხოვრება და ბედი.

ასტროლოგები თვლიან, რომ მზის დაბნელება და მისი ენერგეტიკა ყველაზე მეტად მოქმედებს მამაკაცებსა და მოზარდებზე. ხოლო მთვარის დაბნელება, ინურ ენერგიას ააქტიურებს და შესაბამისად, ქალებისა და ბავშვების ფსიქიკაზე ახდენს სერიოზულ გავლენას. ამიტომ უახლოეს დღეებში დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და რამდენიმე დღით გვიან, აუცილებელია გადავდოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, ოფიციალური ხელმოწერა, შეხვედრები. არ არის სასურველი დაბნელების პერიოდში ქორწინება და ნათლობები. ამ პერიოდში ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენს და მაღალბიუჯეტიან ფინანსურ ოპერაციებს.

დაბნელების დღეს და პლუს-მინუს 5-7 დღე წინ და უკან, ერიდეთ კონფლიქტებს, უთანხმოებას და კამათს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე - მით უმეტეს, რომ ამ ეტაპზე დაბნელება თევზების ზოდიაქოში ხდება, რაც ადამიანებში ქვეცნობიერ იმპულსებს და ემოციურ ფონს ააქტიურებს. გამოიყენეთ ყველა შესაძლო მეთოდი, რათა თავი მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტში იგრძნოთ. არ აჰყვეთ აგრესიას, არ ჩაიდოთ გულში წყენა და შური.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს