ჟურნალისტი სალომე ასათიანი კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკვშირებით შესწორების შეტანას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:
"შავრაზმულ ნარატივზე სწორება და კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა "რუსეთმა ჩვენზე ეს არ თქვას" არგუმენტით არის აზრს მოკლებული და, რაც მთავარია, ძალიან სახიფათო ამბავი. რუსეთი და პრორუსული ძალები მაინც "იტყვიან", რასაც მოისურვებენ და ეს ნაბიჯი ანტიდასავლური პროპაგანდას არანაირად არ შეაჩერებს. პირიქით, ახლა შეიძლება უფრო მხნედაც შეუდგნენ ამ საქმეს, ჩვენს სიტყვას ძალა ჰქონიაო. და თან ამ შესწორებით თითქოს ადასტურებენ ეჭვებს, რომ ვიღაც მართლაც გვიპირებდა "გაპიდარასტებას" და ამიტომაც მიიღეს პრევენციული ზომები. ძალიან იაფფასიანი და, რაც მთავარია, უშედეგო სვლაა ქსენოფობიური ვნებების დასაშოშმინებლად. რუსეთმა ხვალ რომ თქვას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ბოგინობენო? მაგალითად? იქნებ ღირდეს პრევენციულად ვიმოქმედოთ და რუსეთის მსგავსად ჩვენც მივიღოთ კანონი ამ ორგანიზაციების "უცხოეთის აგენტებად" გამოსაცხადებლად?
ზოგადად ცოტა კომიკურია "გეი ქორწინებაზე" რომ ვმსჯელობთ იქ, სადაც ამდენი უმწვავესი პრობლემაა გადასაჭრელი და სადაც ჯერ ისიც კი მისაღწევი გვაქვს, რომ არაჰეტეროსექსუალ ადამიანს, ან წყვილს მშვიდად და აგრესიის გარეშე შეეძლოს ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება. მაგრამ ამაზე პოლიტიკურ სივრცეში თითქმის არ ლაპარაკობენ. პირიქით - ყველა ინდიკატორით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება "გაპიდარასტების" საფრთხობელის ჩრდილქვეშ და ათასგვარი პოპულისტის იაფფასიანი ტყუილების მოსმენაც ამ თემატიკის გარშემო. კარგია, რომ ამ ჯერზე რესპუბლიკურ პარტიას მაინც აღმოაჩნდა საიმისო გამბედაობა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაპოპულარული, მაგრამ სწორი პოზიცია გამოეხატა".
კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 7 მარტსმხარი დაუჭერა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს. ამ საკითხზე განსხვავებული საკითხი დააფიქსირა რესპუბლიკურმა პარტიამ.
ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
იხილეთ ასევე: დავით უსუფაშვილი ქორწინების საკითხზე - ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა, ნაბიჯი პოლიტიკური მახისკენ