აწყურთან ბენზინმზიდი სადისტრიბუციო მანქანას შეეჯახა და გადაბრუნდა, დაღუპულია ორივე მძღოლი

აწყურთან ბენზინმზიდი სადისტრიბუციო მანქანას შეეჯახა და გადაბრუნდა, დაღუპულია ორივე მძღოლი

ბორჯომი-ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურის შესასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბენზინმზიდი სადისტრიბუციო ქსელის მიკროავტობუსს შეეჯახა და გადაბრუნდა. გარდაცვლილები ორივე ავტომანქანის მძღოლია. მანქანიდან კი საწვავი დაიღვარა.

ადგილზე მობილიზებული იყნენნ სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური. 

თვითმხილველის ინფორმაციით, ბენზინმზიდი დიდი სიჩქარით მოდიოდა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსს შეეჯახა. ასვე, თვითმხილველების ვერსიით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა