მეცნიერი აცხადებს, რომ მონა ლიზას საიდუმლოს ფარდა ახადა

მეცნიერი აცხადებს, რომ მონა ლიზას საიდუმლოს ფარდა ახადა

იტალიელმა მეცნიერმა ანჟელო პარატიკომ განაცხადა, რომ მან მოახერხა ამოეხსნა ისტორიაში ყველაზე მისტიკური ნახატის - ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას საიდუმლო. მისი თქმით, ტილოზე მხატვრის დედაა ასახული, რომელიც სიცოცხლეში ჩინელი მონა იყო.

ბოლო ორი წელი მეცნიერმა დასავლეთში გაატარა, სადაც ადგილობრივი ტრადიციებისა და იტალიური აღმავლობის ეპოქის ურთიერთდამოკიდებულებას სწავლობდა. მან შეძლო მოეძებნა ამ თეორიის სერიოზული მტკიცებულებები.

დოკუმენტებში მან იპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ და ვინჩის სიცოცხლეში არსებობდა ვინმე მდიდარი კლიენტი, რომელსაც ჩინელი მონა ჰყავდა, სახელად კატერინა. 1452 წლიდან მისი სახელი არცერთ ხელნაწერში აღარ ფიგურირებს. 1452 წელი ლეონარდო და ვინჩის დაბადების წელია. ოფიციალური ვერსიით და ვინჩის დედას მართლა კატერინა ერქვა, მაგრამ ის მონა არ ყოფილა, გლეხის ოჯახიდან იყო.

ამ თეორიის უტყუარობის ერთადერთი დამადასტურებელი საშუალება და ვინჩის საფლავის ექსგუმაციაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს