"თსუ უნდა გახდეს იდეოლოგიური მიშიზმის სასაფლაო... სტუდენტებმა საინფორმაციო ომი უნდა მოიგონ!"

"თსუ უნდა გახდეს იდეოლოგიური მიშიზმის სასაფლაო... სტუდენტებმა საინფორმაციო ომი უნდა მოიგონ!"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მეოთხე დღეა სამი მოთხოვნით უნივერსიტეტის აუდიტორიაში ათევს ღამეს და დაშლას მათ შესრულებმადე არ აპირებს. ბლოგერმა და თსუ-ს მაგისტრანტმა მათე გაბიცინაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი დაწერა, რომელიც პროტესტანს სტუდენტებს ეძღვნება:

"დილის 06:09 წუთია. მთელი დღე და ღამე გავატარე თსუ-ს #115 აუდიტორიაში, სტუდენტებთან.

ჩემთვის, ჩუმად ვიჯექი კუთხეში და 12 საათის განმავლობაში გულისყურით ვუსმენდი მათ დისკუსიებს, ვუყურებდი პირდაპირი დემოკრატიის წესით გადაწყვეტილების მიღების კენჭისყრებს მთელ რიგ საკითხებზე. ბევრი მათგანი მემარცხენეა (რაც პირადად მე მახარებს), ზოგს იდეური დისკურსები არ აინტერესებს და კონკრეტულად ლოკალური საკითხებითაა დაინტერესებული. მოკლედ, თავად მე ბევრ საკითხში ვეთანხმები. არის საკითხები, რასაც მათ ადგილას სხვანაირად შევხედავდი. მაგრამ, ამაზე ჩემს ბლოგზე დავწერ მოგვიანებით ევროპიანზე.

მთავარი სხვა რამეა: ეს გულანთებული და სრულიად გულწრფელი ხალხი იმყოფება საინფორმაციო ომში. მათზე დაიწყო ძალიან ამაზრზენი ინფორმაციული შეტევა. თუ მათ ეს ინფორმაციული ომი წააგეს, კიდევ ძალიან დიდ ხანს გადაიწევს პოლიტიკის და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც განათლების პოლიტიკაში უმწვავესად დგას.

მათ ეს საინფორმაციო ომი უნდა მოიგონ! თსუ უნდა გახდეს ბიუროკრატიული ამალგამებისა და იდეოლოგიური მიშიზმის სასაფლაო.

სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ თვალი გაუსწოროს წარსულის მანკიერ ტრადიციას, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება თურმე არავის სურს. სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, რომელიც ნაცვლად აღიარებისა, რომ ქვეყანაში გაუთავებელი ზედაპირული რეფორმები განათლების პოლიტიკაში სრული კრახით დამთავრდა, დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული.

დემოკრატია არის მუდმივი იდეური კონფლიქტებისა და დაძაბულობების პროცესი. ამ ხალხმა ეს იდეები მოახერხა და ქვეყნის ყველა მოქალაქემდე მიიტანა. პასუხად ელიტებისგან მიიღეს ცინიზმი და სრული გულგრილობა. ეს ელიტები, რომლებიც ინტელექტუალურად სრული ბანკროტები არიან, აუცილებლად დამარცხდებიან და ზუსტად ეს სტუდენტები მოახდენენ მათ დემონტაჟს ადრე თუ გვიან" - წერს გაბიცინაშვილი.

გაბიცინაშვილის პოსტი იმ ბოიკოტის გაგრძელებაა, რომელიც გუშინ თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს და ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

წაიკითხეთ: თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს