რა სიმპტომები მიუთითებს ვიტამინების ნაკლებობაზე და როგორ უნდა იკვებოთ მის აღსადგენად

რა სიმპტომები მიუთითებს ვიტამინების ნაკლებობაზე და როგორ უნდა იკვებოთ მის აღსადგენად

არსებობს ნიშნები, რომლებითაც მარტივად მიხვდებით, რომ თქვენი ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. წაიკითხეთ სტატია და გაითვალისწინეთ:

ბზარები ტუჩის კიდეებზე

ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაკლიათ: რკინა, ნიაცინი, რიბოფლავინი და ბე12. ეს პრობლემა ხშირად ვეგეტარიანელებს აწუხებთ, რადგან ხორცზე ამბობენ უარს. ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ცილების დეფიციტი. ასეთ დროს უნდა მიიღოთ ბევრი ფრინველის ხორცი, თინუსი, კვერცხი, მოლუსკები, პომიდორი, მიწის თხილი, ოსპი.

წამოწითლება ან გამონაყარი სახეზე, თმიც ცვენა

ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბიოტონის დეფიციტი გაქვთ. ის აგრეთვე ცნობილია, როგორც თმის ვიტამინი. სხეულს შეუძლია ცხიმოვანი ვიტამინების შენახვა, მაგრამ არ ინახავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც წყალში ქრება. ასეთ დროს მიიღეთ მოხარშული კვერცხი, ავოკადო, სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, თხილი და ბანანი.

წითელი ან თეთრი ლაქები ლოყებზე, ხელებზე, თეძოზე და უკანალზე

ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინ ა და დე-ს დეფიციტი გაქვთ. აუცილებელია მიიღოთ მეტი ჯანმრთელი ცხიმი. ჭამეთ თევზეული, ნიგოზი და ნუში.

დაბუჟება და ფხანა ფეხებზე, ხელებზე და სხეულის სხვა ნაწილებზე

ასეთ დროს გაკლიათ ვიტამინები ბე6 და ბე12. პრობლემის სხვა მახასიათებლებია: დეპრესია, ანემია, ქრონიკული დაღლილობა და ჰორმონალური დისბალანსი. ჭამეთ ბევრი ისპანახი, ლობიო, მოხარშული კვერცხი, რვაფეხა, მიდიები, მოლუსკები და ფრინველის ხორცი.

კუნთოვანი სპაზმები, ტკივილი ფეხის თითებსა და ზურგში

ეს მაგნიუმის, კალციუმის და კალიუმის დეფიციტია. მიიღეთ მეტი ბანანი, ნუში, ალუბალი, ვაშლი, გრეიფრუტი, ბროკოლი, კომბოსტო და ისპანახი.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით

vitamins

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს