"რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების ქართული ბავშვობა" - სტატია ამ სათაურით ევგენი პრიმაკოვის, იგორ ივანოვისა და სერგეი ლავროვის შესახებ საინტერესო და ბევრისთვის უცნობ დეტალებს ამხელს.
"საქართველოში გიცხოვრიათ? მაშინ მიღებული ხართ" - შესაძლოა, ასეთ მოკლე გასაუბრებას გადიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში თანამდებობაზე დანიშვნამდე. ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ რუსეთის 4 მთავარი დიპლომატიდან სამს, ახალგაზრდობის წლები საქართველოში აქვთ გატარებული.
ევგენი პრიმაკოვი
რუსეთის რიგით მეორე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი კიევში დაიბადა, თუმცა ბავშვობა თბილისში გაატარა. ბავშვის გაჩენიდან მალევე მისი დედა - ანნა პრიმაკოვა თბილისში დაბრუნდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ევგენი თბილისის ყველაზე ინტერნაციონალურ რაიონში იზრდებოდა - პლეხანოვზე, სადაც სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, ქურთები, ებრაელები, პოლონელები, გერმანელები, რუსები. პრიმაკოვი ბავშვობიდან საუბრობდა ქართულად და სომხურად.
სკოლაში მარნეულში დადიოდა. მეშვიდე კლასის შემდეგ, 1944 წელს სამხედრო-საზღვაო მოსამზადებელ ცენტრში ჩაირიცხა ბაქოში. ორ წელიწადში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გამოუშვეს, რადგან ტუბერკულოზის საწყისი ფორმა აღმოაჩნდა. ეს გახდა მისი თბილისში დაბრუნების მიზეზი, სადაც 1948 წელს მე-14 საშუალო სკოლა დაამთავრა. მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პრიმაკოვი განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო მათემატიკისა და უცხო ენების სწავლაში. სკოლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა რუსეთში გააგრძელა.
საქართველოში გაზრდილმა რუსმა დიპლომატმა ცხოვრება ქართველ ქალს დაუკავშირა - მისი პირველი მეუღლე, რომელთანაც პრიმაკოვს ორი შვილი დარჩა, ლაურა ხარაძე გახლდათ, რომელიც საბჭოთა გენერლის, მიხეილ გვიშიანის შვილი იყო.
იგორ ივანოვი
ივანოვმა არა მხოლოდ ბავშვობა გაატარა საქართველოში, არამედ ის ნახევრად ქართველიცაა - დედამისი ელენე (ელიკო) საღირაშვილი ქართველია. ექვს წლამდე ივანოვი დედის მშობლებთან საქართველოში იზრდებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბავშვობამ ახმეტაში განვლო. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მან განაცხადა: "მე მიყვარს საქართველო და ნახევრად ქართველი ვარ".
სერგეი ლავროვი
დიპლომატის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ ის რუსეთში დაიბადა და რუსია. მაგრამ ლავროვის თბილისური წარსულით დიდი ხანია ინტერესდება ქართული პრესა. როგორც მათ მოახერხეს დადგენა, ლავროვი ავლაბარში ცხოვრობდა და 93-ე, ამჟამინდელ 84-ე სკოლაში სწავლობდა. თბილისის სომხური დიასპორის ხელმძღვანელის ვან ბაიბურთის მტკიცებით, ლავროვი ნამდვილად ცხოვრობდა ავლაბარში. თუმცა აღნიშნულ სკოლაში არ უსწავლია, რადგან მშობლებმა ის მოსკოვში მანამდე წაიყვანეს, სანამ სასკოლო ასაკი მოუწევდა. 2005 წელს, ერევნის უნივერსიტეტში სტუმრობისას ლავროვს ჰკითხეს, სომხური წარმომავლობა ხელს ხომ არ გიშლითო. "მე თბილისური ფესვები მაქვს, იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდანაა. ჩემში სომხური სისხლი ჩქეფს და ეს მე არაფერში მიშლის ხელს", - უპასუხა ლავროვმა.
ასეა თუ ისე, საქართველოში გატარებულ ბავშვობას, არ უმოქმედია პრიმაკოვის, ივანოვისა და ლავროვის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. სამივე იდგა და დგას რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინტერესების სადარაჯოზე.
მომზადებულია sputnik-georgia.ru-ს მიხედვით
ამერიკა ფიზიკურად (ტანკებით) არა მაგრამ მორალურად და სულიერად რომ გვანადგურებს ეგ არაფერი?
რომელი რომელს ჯობს თურქეთი, ირანი
ამერიკა რომ რუსეთის ადგილას ყოფილიყო ეხლა ამერიკელები ვიქნებოდით.
პასპორტში ჩაიხედე ამ 10 წლის განმავლობაში უკვე ვინა ხარ და წესით ადვილი მისახვედრია ეს ყველაფერი რას ემსახურება. ჩვენს შვილებს და იმათ შვილებს შეიძლება დაავიწყდეთ რა ერისანი არიან.
იმედი მაქვს პრო---ქართველებად დავრჩებით და არა პრო---ვიღავეებად
კი მაგიტომაც გახდა მექსიკა ამერიკის გუბერნია სადაც სულ ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული და სეპარატისტული მოძრაობები ღვივდება. ხო მთავარი დამავწიყდა. დიდი ხანია დაკარგეს მექსიკელებმა მექსიკელობა. ამერიკამ დააკარგვინა ;)
რა მიზანი აქვს ასეთი პროპაგანდისტული სტატიის გამოქვეყნებას?!- პასუხი ნათელია.. ნახეთ რა კარგები არიან გარუსებული საქართველოს მანქურთი შვილები,- ,როგორ ,,უყვართ“ საქართველო, 200 წლიანი მონობის შემდეგაც კი... მაგათთანები არ სცნობენ საქართველოს 25 წლის დამოუკიდებელ რესპუბლიკას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ლ ა ვ რ ო ვ ი ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე გ ვ ა მ ც ი რ ე ბ ს, რომ ,,რუსეთი უ კ ან არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ა ღ ი ა რ ე ბ ა ს“ და ქართველი ხალხი უნდა შეგუოს ,,ახალ რ ე ა ლ ო ბ ა ს“...გაიგეეთ მონა ქართველებო ?!?!
ის, რომ ეგენი რუსეთის დიდი ხნის მოქალაქეები, საქართველოში დაიბადნენ და გამორუსდნენ, საქართველოს მიმართ არავითარი ვალდებულება არ ეკისრებათ ...
წერილის მიზანი მხოლოდ ერთია.. წაახალისონ ბოლო სამ წელიწადში მომრავლებული გამორუსებული საქართველო ამომრჩეველი .... . მონებო, მტრისა და მოყვრის გარჩევას ვერასოდეს ისწავლით და ისევ საუკუნო მონებად დარჩებით.... აღარ გექნებათ ენა, აღარც მამული... სარწმუნოებით ,,პრავასლავნები“ გახდებით.. ეს უნდა თქვენ ჩრდილოელ ,ევრაზიულ“ იმპერიას. თავისი გამორუსებული ყველა მოქალაქით...
რა აგვიშენეს რუსებმა?
აგვიშენეს რუსული სკოლები, და რუსულენოვანი ფაბრიკები.
ყველაზე "მაგარი" მაინც ხრუშოვკები შუა ქალაქში იყო.
Megi
რომელი სკოლა დაგამტავრებინეს შე გაჭირებულო ?
ნიკარაგუელი 25
აი ეს არის სიმართლე. პრიმაკოვი, ივანოვი და ლავროვი რა შუაში არიან არ მესმის. რავა ყველაფერში სხვისი ხელის შემყურე ვართ?
ასეთ პ რ ო პ ა გ ა ნ დ ი ს ტ უ ლ ი სტატიის გამოქვეყნების მიზანია; - ნახეთ, რა კ ა რ გ ე ბ ი არიან გარუსებული საქართველოს მანქურთი შვილები,- ,როგორ ,,უყვართ“ საქართველო, 200 წლიანი მონობის შემდეგაც კი... მაგათნაირები არ სცნობენ საქართველოს 25 წლის დამოუკიდებელ რესპუბლიკას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში... ლ ა ვ რ ო ვ ი, ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე გ ვ ა მ ც ი რ ე ბ ს, : ,,რუსეთი უ კ ა ნ არ წაიღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ა ღ ი ა რ ე ბ ა ს და ქართველი ხალხი უნდა შ ე ე გ უ ო ს ,,ახალ რ ე ა ლ ო ბ ა ს“...იცოდით? ზოგმა მონა ქართველებო ?!?!
საქართველოში დაიბადებულ, გ ა რ უ ს ე ბ უ ლ რუსეთის დიდი ხნის მოქალაქეებს, საქართველოს მიმართ არავითარი ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა არ აკისრიათ ... ეს ეხებათ რუსეთის მ ო ქ ა ლ ა ქ ე გარუსებულ ეროვნებით ქართველებსაც..
წერილის მიზანია, წაახალისონ ბოლო დროს მომრავლებული გამორუსებული მ რ ა ვ ა ლ ე რ ო ვ ა ნ ი ამომრჩეველი .... . თუ მტრისა და მოყვრის გარჩევას ვერ ვისწავლით , ისევ საუკუნო მონებად დავრჩებით....: აღარ გვექნება ენა, აღარც მამული... სარწმუნოებით ,,პ რ ა ვ ა ს ლ ა ვ ნ ე ბ ი“ გავხდებით.. ეს უნდა !! - ჩრდილოელ ,ევრაზიულ“ იმპერიას.
ასე რომ, სომხებს და რუსებს რას თხოვთ, ქართველებს მიხედეთ.
ifiqre, ifiqre xom ar xar sacemi?
cxovreba Wrelia da upirvelesad,
Sens TavSi eZebe mteri da gamcemi,
da Tu ver ipovo, dafiqrdi dafiqrdi,
da Seni nafiqri xelaxla gaceri.
. . . cecxli rom davanToT, gvWirdeba Radari,
_Svili, rom gavzardoT aRmzrdeli sad ari?!
,,პრიმაკოვი, ივანოვი და ლავროვი რა შუაში არიან არ მესმის. რავა ყველაფერში სხვისი ხელის შემყურე ვართ? „“- იმ შ უ ა შ ი არიან, რომ სამივე სხვადასხვა დროს იყვნენ ო კ უ პ ა ნ ტ ი ქვეყნის (1921 წლიდან) საგარეო საქმეთა მ ი ნ ი ს ტ რ ე ბ ი ....
ქალბატონო მ ა რ ი ნ ა ა, რუსეთი მაგარ ,,შუაშია“ თქვენ შორიდან-მაყურებელი ამბობთ: ,, რა შუაშია ან რუსეთი, ან ამერიკა?! ყველა ჩვენი უბედურების სათავე ჩვენსავე მენტალიტეტშია! და კიდევ: 80-იანების ბოლოს რომ ავყევით ვიღაც პიროვნებებსა და რაღაც ლოზუნგებს და გავწირეთ ქვეყანა დასანგრევად, მაშინ დაიწყო ის, რის შედეგებსაც უკვე 30 წელია ვიმკით“.
თქვენ ვერ გაუგებთ ,, ვ ი ღ ა ც პიროვნებებ“-ს და ,,რაღაც ლოზუნგებს“ ... საერთოდ ვინა ხართ, რა თ ე ს ლ ლ ი ს ა ხართ, რატო აყენებთ შ ე უ რ ა ც ყ ო ფ ა ს ეროვნულ გმირებს: პირველ პრეზიდენტს ბატონ ზ ვ ი ა დ გამსახურდიას, მ ე რ ა ბ კოსტავას ზ უ რ ბ ჭავჭავაზეს... ასევე მშვიდობიანი მიტინგის ათასობით პ ა ტ რ ი ო ტ ახალგაზრდა ქ ა რ თ ვ ე ლ მონაწილეს... განსაკუთრებით, სასანგრო ნიჩბებით ჩაკაფულ ქ ა ლ ბ ა ტ ო ნ ე ბ ს...
M , საიდან ქართველებისადმი ასეთი ცინიზმი და ოკუპანტ საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ასეთი მოკრძალება :
,,,ჰო ჰო ქართველებმა ერთმანეთი ხოცონ, ძირი უთხარონ, ლაფი გადაასხან და მერე სხვას მოთხოვონ რატომ არ გიყვარვართ და რატომ არ აკეთებთ ჩვენ გასაკეთებელ საქმესო.“.....
90 -93 წლებში სისხლის ღვრა რუსეთისა და საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის (სსრკ) მოქალაქეებმა მოახდინეს...
... -სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა რუსეთის უშიშროებამ და რუსეთის (სსრკ) ერთგულმა მოქალაქეებმა კგბ-სგენერლის შევარდნაძის მეთაურობით......
ზ ვ ი ა დ გამსახურდია წერდა:
“ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორედ დეზინფორმაციის მანქანა: საკდესის სახით, ს ა გ ა რ ე ო საქმეთა სამინისტროს სახით, ს უ კ ის სახით.. ....... ჩ ვ ე ნ ი ვ ე გადაგვარებული ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი ...“
თავისი ყველა აგენტით... რუსული სუს -ი 25 წელია ებრძვის საქართველოსა დდამოუკიდებლობას...
ახლა მე სასწაულს ვერ მოვახდენ და კითხვას კი დავსვამ ,სხვა გზა ვიდრე აქამდე გვივლია და ახლა ვადგავართ ,არ არსებობს ვითომ ?!
არ მოგერიდოთ ,თქვით !