"ასეთ განცხადებებს არ პატიობენ" - გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელზე

"ასეთ განცხადებებს არ პატიობენ" - გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტი და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - აღნიშნავს კარასინი.

გრიგორი კარასინის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

იხილეთ ასევე: გრიგორი კარასინი პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."