ზემო ალვანში პოეტ გიორგი რამაზაშვილს სახლი ენგრევა

ზემო ალვანში პოეტ გიორგი რამაზაშვილს სახლი ენგრევა

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებ 29 წლის პოეტს, გიორგი რამაზაშვილს სახლი ენგრევა. როგორც გიორგიმ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დიდთოვლობამ სამზარეულოს ჭერი და კედელი ჩამოანგრია. მისივე თქმით, რეალური საშიშროებაა, რომ სახლის სახურავიც ჩამოინგრეს და უსახლკაროდ დარჩეს.

"ეს სახლი პაპისგან ნაჩუქარი ჩემი ერთადერთი საცხოვრებელია. შენობა ძველია, რის გამოც, ამ ზამთარს მოსულ თოვლს ვეღარ გაუძლო. წვიმიან ამინდში სახლში გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ ოთახებში წყალი ჩამოდის, სახურავი იმდენად დაზიანებულია, რომ შესაძლოა ჭერი მთლიანად ჩამოინგრეს. გამგეობაში მივედი დახმარებისთვის და მითხრეს, სახლი რადგან სიძველის გამო ჩამოინგრა, კანონი დახმარებას არ ითვალისწინებსო. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე დამპირდა, რომ რამე გზას გამონახავენ" ,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი რამაზაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

გარდაბნის სოფლებში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება - რაიონი შესაძლოა ჩაიკეტოს

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში