ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს

ალავერდის მონასტრის "ბერების ღვინო" ერთი ბოთლი 90 ლარი ღირს

ალავერდის ეპარქიასთან არსებულ "მაწვნის სახლში", საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ერთი ბოთლი "ბერების ღვინო" 90 ლარი, ხიხვი - 80, რქაწითელი კი 65-70 ლარი ღირს. მონასტრის ინფორმაციით, "ბერების ღვინოში" უძველესი დროიდან დღემდე ღვთის მიმართ აღვლენილი სადიდებელია მოქცეული: "ღვინო ეხმარება მომხმარებელს განიკურნოს სულითა და სხეულით, მადლობა შესწიროს შემოქმედს, ილხინოს, ისიამოვნოს, ეზიაროს ქართველ მეფეთა დიდებულებას და მონაზვნების უბრალოების მადლს".

"ბერების ღვინო" ალავერდის მონასტრის მარნის ბრენდია, რომელსაც მონასტერში მოღვაწე ბერები XI საუკუნის მარანში, კახური ენდემური ვაზის ჯიშებისგან ქვევრში აყენებენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ალავერდის მონასტერში განუცხადეს, აღნიშნული ღვინოების შეძენა 10-15 ლარით ნაკლებად შეუძლიათ ალავერდის ღვინის ტურის მონაწილეებს.

"ბერების ღვინის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ალავერდის მონასტრის მარანში სტანდარტული ღვინის ტურის ღირებულება ასეთია: 7-10 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 65 ლარი; 11-20 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 60 ლარი; 21-35 კაციანი ჯგუფი - 1 ადამიანი - 55 ლარი. ტურის ხანგრძლივობა ერთი საათია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა