ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილ ტარკანს ცოლი მოჰყავს - მომღერლის ცხოვრების 5 სკანდალური ისტორია

ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილ ტარკანს ცოლი მოჰყავს - მომღერლის ცხოვრების 5 სკანდალური ისტორია

ვიდრე მომღერლის ცხოვრების სკანდალურ ეტაპებს გავიხსენებთ, შეგატყობინებთ, რომ მომღერალი მალე დაოჯახებას აპირებს. როგორც თურქული საიტები იუწყებიან, მისი რჩეული მისივე თაყვანისმცემელია. წყვილმა ერთმანეთი 5 წლის წინ გაიცნო, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მალევე დაიწო და 43 წლის მომღერალმა გოგონას საკუთარი ხელი და გული შესთავაზა.

ტარკანისა და პინარ დილეკის ქორწილი ამ წელს უნდა შედგეს.

17 ოქტომბერს თურქ მომღერალს, ტარკანს 43 წელი შეუსრულდა. მუსიკალური კარიერის მანძილზე მას არაერთხელ გაუოცებია საზოგადოება როგორც შემოქმედებით, ისე ქცევით. დღეს გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ყველაზე არაორდინალური ფაქტები "პოპ-მუსიკის პრინცის" ცხოვრებიდან.

დაბადების ისტორია

ისტორია, რომ ცნობილი მსახიობი არ უნდა დაბადებულიყო, უკვე ლეგენდად იქცა. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე პატარა ტარკანი დაიბადებოდა, დედამისი ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა. ექიმები ქალის სიცოცხლის გადასარჩენად, ნაყოფის მოშორებას აპირებდნენ, მაგრამ ტარკანის მამას უცნაური სიზმარი დაესიზმრა. მან სიზმრად ნახა აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა, შუბლზე კი ვარსკვლავი ჰქონდა გამოსახული. ამის შემდეგ მამამ მიიღო გადაწყვეტილება და ექიმებს მუცელი არ მოაშლევინა.

ნარტკოტიკი

2010 წელს ტარკანი სტამბოლში, ნარკოპოლიციელებმა დააკავეს. მის ვილაზე აღმოაჩინეს 12,5 გრ ჰაშიში. დაკითხვაზე მომღერალმა აღიარა, რომ ნარკოტიკების მოხმარება 6 წლის წინ დაიწო და მკურნალობის კურსის გავლა სურდა. თუმცა ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. დაკავებიდან 3 დღის შემდეგ, მომღერალი პატიმრობიდამ გაანთავისუფლეს. მისმა ადვოკატმა კი ნაპოვნი ნარკოტიკების ბრალდება უარყო.

ჰომოსექსუალობა

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს