დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით წნორის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სოფელში გამგებლის წარმომადგენლის ლუხუმი ნაკვეთაურის ინფორმაციით, "ნისანის" მარკის ავტომანქანა ერთ-ერთი ეზოს კარს შეეჯახა.
იხილეთ ვრცლად