"სიმწრის სიცილი ამივარდა, წარმოვიდგინე, რას იზამდა იმ პერიოდში ეს ნაძირალა" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ტუღუშის შესახებ

"სიმწრის სიცილი ამივარდა, წარმოვიდგინე, რას იზამდა იმ პერიოდში ეს ნაძირალა" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ტუღუშის შესახებ

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატიმრობის დროინდელ ამბავს იხსენებს:

"როდესაც გლდანის ციხეში ვშიმშილობდი, დაახლოებით 40 დღის შემდეგ (ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე იყო) "სახალხო დამცველი" ტუღუში შემოცუნცულდა, გვიკადრა ბოლობოლო... რამოდენიმე ირონიული ფრაზის შემდეგ, როგორ დავიკელი და დიეტაზე რომ ვარ, მაგიდაზე გალაკტიონის წიგნი დაინახა. შეიჭმუხნა. არ ვცემ პატივსო. რატომ-მეთქი? საბჭოთა რაღაცეები ჰქონდაო... აქ კი სიმწრის სიცილი ამივარდა... :))))) წარმოვიდგინე, რას იზამდა იმ პერიოდში ეს ნაძირალა, რომელიც კაცმა ვერ აიძულა დაეწერა სიტყვა "წამება" ან "სასტიკი ცემა" დადასტურებულ შემთხვევებზე აგერ, ჩვენ ეპოქაში...

ასე რომ, ახლა ჭიკჭიკი ადვილია. მაშინ ყველას რაღაც უნდა დაეწერა. უბრალოდ, ზოგი ტყავიდან ძვრებოდა, ხოლო ზოგი ცდილობდა ეს ნომინალურად გაეკეთებინა, თან სხვისთვის ზიანის მიყენების გარეშე. და ბოლოს: მე ბევრი მაშინდელი "დამწერი" მირჩევნია დღევანდელ მატრაკვეცა ლიბერალებს, ფლიუგერივით რომ აქვთ კუდი ფულის სიოზე..", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, გუშინ გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 57 წელი გავიდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს