გასული წლების ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენები

გასული წლების ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენები

იმას, რაც ადრე წარმოუდგენელად მიგვაჩნდა, მეცნიერები ნელ-ნელა რეალობად აქცევენ. ყველაზე დიდი მიღწევები ბოლო დროს სამედიცინო სფეროში მოხდა. დღეს წარმოგიდგენთ უახლესი წარსულის ყველაზე დიდ სამედიცინო აღმოჩენებს.

თაგვი ადამიანის ტვინით

თაგვებს უნერგავენ ადამიანის ტვინის უჯრედებს და შედეგად, თაგვები ჭკვიანდებიან. როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთი თაგვები გაცილებით განვითარებულნი არიან: მათ უუმჯობესდებათ მეხსიერება და სწრაფად სწავლობენ.

ბავშვი, რომელსაც სამი მშობელი ჰყავს

მეცნიერებმა ეს ექსპერიმენტი იმისთვის ჩაატარეს, რომ პატარები მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებებისგან განეკურნათ. სტატისტიკის მიხედვით, 6 500 ბავშვიდან ერთი ახალშობილი მიტოქონდრიალური დარღვევით იბადება, რამაც შეიძლება მიიყვანოს კუნთების დისტროფიამდე, სიბრმავემდე, გულის გაჩერებამდე და სიკვდილამდეც კი. ეს გენეტიკური დაავადება ბავშვს დედისგან გადაეცემა. იმისთვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, მეცნიერებმა მოიფიქრეს განაყოფიერების ტექნოლოგია, სადაც მონაწილეობას იღებს მამის სპერმა და ორი კვერცხუჯრედი - დედის და დონორი ქალის. რევოლუციური მეთოდი უკვე მზადაა გამოყენებისათვის.

სიმსივნური წარმონაქმნის მოშორება რობოტების დახმარებით

ეს ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს ეხება, სადაც რთულია ქირურგისთვის მუშაობა. მაგალითად, საყლაპავ სივრცესთან და ტვინის საწყისებთან. იქ განლაგებული ნერვები და სახის კუნთები საკმაოდ ართულებენ ქირურგიულ ჩარევას. კალიფორნიის უნივერსიტეტის მენციერებმა შექმნეს რობოტი ქირურგი, რომლის მართვაც სამგანზომილებიანი კამერით შეიძლება. რობოტის მინიატურული თითები მარტივად უდგება პაციენტის სხეულის ვიწრო მონაკვეთებს.

მარტოობის გენი

პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი 5HTA1. ხანგრძლივი კვლევების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გენი ყველას არ აქვს. ის, ვისაც ეს გენი გააჩნია, 20%-ით უფრო ხშირად რჩება მარტო სხვებთან შედარებით. ამას გარდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ გენის ორი სახეობა არსებობს: ჯი და სი. პირველის მატარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მარტოობისკენ. მათი ტვინი გამოიმუშავებს ნაკლებ სეროტონინის ჰორმონს, რომელიც კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. ასეთი ადამიანები გაცილებით რთულად ეწყობიან სხვებს და ხშირად იტანჯებიან დეპრესიით.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს