როგორ გამოიყურება ''დაკარგულების'' ექიმი წლების შემდეგ - მსახიობ მეთიუ ფოქსის მრავალფეროვანი ბიოგრაფია

როგორ გამოიყურება ''დაკარგულების'' ექიმი წლების შემდეგ - მსახიობ მეთიუ ფოქსის მრავალფეროვანი ბიოგრაფია

მეთიუს მშობლები ფერმერები იყვნენ, მას შეეძლო ფინანსისტი ყოფილიყო, თუმცა იღბლიანი შემთხვევის წყალობით ფოქსის ბიოგრაფია უკეთესობისკენ შეიცვალა.

დღეს მეთიუ ფოქსი 49 წლისაა. მისი სამსახიობო კარიერა საკმაოდ გვიან დაიწყო. ფერმერი მშობლები ფიქრობდნენ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მეთიუ დაბრუნდებოდა, ამ ოჯახურ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა და საქმიანობას განაგრძნობდა. თუმცა ასე არ მოხდა.

მეთიუს "მოზრდილი" ბიოგრაფია კოლუმბიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა. კარგი აღნაგობის, სპორტული ბიჭი, სტუდენტურ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. მეთიუს ერთ-ერთი მეგობრის დედამ, რომელმაც შენიშნა როგორი ფაქტურა იკარგებოდა, ახალგაზრდას კეთილი რჩევა მისცა და შანსის გამოყენება არც მეთიუს შეუფერხებია.

მეთიუ ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში მივიდა. თავდაპირველად ფოტომოდელად დაიწო მუშაობა. მხოლოდ 26 წლის ასაკში მიიღო მცირე როლი სერიალში "ფრთები". ორი წლის შემდეგ კი გადაიღეს შოუში "ჩვენ ხუთნი ვართ", რამაც მეტი პოპულარობა მოუტანა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს