რაც კი მახსენდება ბავშვობის ყველაზე არასასიამოვნო მოგონებებიდან, ეს არის დილით სიცივეში (მაშინ როცა ჯერ კიდევ გარეთ სიბნელეა) გაღვიძება და სკოლაში წასვლა. დილით გაღვიძება ყოველთვის ჭირს, მიუხედავად იმისა, თქვენი ბავშვი "ბუ" არის თუ "ტოროლა".
ამას ვერავინ გაექცევა. ყოველდღიურად გვიწევს ამ არასასიამოვნო პროცედურის გავლა. არადა იმაზე, დილით როგორ ხასიათზე იღვიძებს ჩვენი პატარა, დამოკიდებულია მისი მთელი დღე. რათა გავუმკლავდეთ ყოველივე ამას, არსებობს რამდენიმე იოლი მეთოდი:
1. მზადება საღამოდან
დაეხმარეთ ბავშვს ჩაალაგოს ჩანთა, მოამზადოს დილის ტანსაცმელი. დილით ამაზე აღარ დაეხარჯება დრო და აღარ იჩქარებს.
2. კარგი მაგალითი
თუ ოჯახში მშობლები დგებიან დილით ადრე, "მაღვიძარას" ხმას არ უგულვებელყოფენ, მაშინ ბავშვებიც იგრძნობენ მსგავს პასუხისმგებლობას დილით ადგომასთან დაკავშირებით.
3. სწორი ინტერიერი
მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ოთახის ინტერიერს, სადაც ბავშვს სძინავს. კომფორტული უნდა იყოს მისთვის ჩაძინების პროცესი: სწორი განათება, მოხერხებული საწოლი, გარეშე ხმების არარსებობა, და ა.შ. გაღვიძებაც კომფორტული უნდა იყოს მისთვის: ადვილად მოძებნოს თავისი ტანსაცმელი, წესრიგი იყოს ოთახში. კარგი იქნება, თუ ინტერიერი დაგაწყვეტილი იქნება პასტელის ფერებში, გამაღიზიანებელი ელემენტების გარეშე (ძლიერი განათება) და სხვ.
4. გემრიელი საუზმე
ჩართეთ ფანტაზია, რათა ყოველი დილა ბავშვისთვის იწყებოდეს არა მარტო სასარგებლო და გემრიელი, არამედ საინტერესოდ გაფორმებული საუზმით. ყოველივე ეს დადებითად მუხტავს ბავშვს მთელი დღის განმავლობაში.
5. კოდური სიტყვა
განაგრძეთ კითხვა