"თემა აგორდება: ირაკლი დეპრესიაშია, თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდაო" - ჯღარკავას ინფორმაციით, ენმ ღარიბაშვილზე "მასიურ შეტევას გეგმავს"

"თემა აგორდება: ირაკლი დეპრესიაშია, თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდაო" - ჯღარკავას ინფორმაციით, ენმ ღარიბაშვილზე "მასიურ შეტევას გეგმავს"

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მორიგ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში ირაკლი ღარიბაშვილზე "მასიურ შეტევას გეგმავს".

ჯღარკავა ექსპრემიერის და მისი მეუღლის გერმანიაში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს, რომელსაც შემდეგი შინაარსის კომენტარს ურთავს:

"ახალი, ცინცხალი ფოტო, ირაკლი და ნუნუკა ბერლინში, სანამ ახალ ვერსიას მოიფიქრებთ ნაცებო ირაკლის ჯანმრთელობაზე, აგერ დატკბით ჯანმრთელი და ლამაზი ოჯახის ხილვით...

ნაცების გეგმა "ბ" ამ დღეებში გამოვარდებიან (თუმცა აწი ვეღარ, ჩავუშალე ჩანაფიქრი) დაიწყებენ მასიურ შეტევას ირაკლი ღარიბაშვილზე, ვერ მოინელეს სახლში წასული პრემიერი! თემა ასე აგორდება: ირაკლი დეპრესიაშია, მონასტერშია, თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა, ივანიშვილმა მიატოვა და მსგავსი მარაზმი! ჩემო "საყვარელო" ნაცებო, თავად დეპრესიაში ჩავარდნილო და გალოთებულო ნაც-ლიდერებო, ირაკლი კარგადაა, ჯანმრთელია, რამდენიმე დღის წინ გერმანიაში იმყოფებოდა, ბევრმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მასთან ერთადაც იმგზავრა კიდეც, მეუღლეც თან ყავდა, მშვენივრად ისვენებს და ეს გეგმა, როგორც სხვა ბინძური გეგმებიც ჩაილურის წყალს გაყვა. წყაროები ისე მოჩუხუხებს ჩემთან,რომ სანამ რამეს დაიჩურჩულებთ უკან მოიხედეთ ,ისევ შინაურმა არ "ჩაგიშვათ" დაანებეთ ირაკლის თავი, დაასვენეთ ეს ბიჭიი, ტყუილად ნი გადაიხდით იმ შემორჩენილ კაპიკებს მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიაში", - წერს ჯღარკავა.

დღეს სოციალურ ქსელში ნუნუკა თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა. ფოტო გერმანიაში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან არის გადაღებული.

იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად გერმანიაში ისვენებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს