"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს

"კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს..." - რა რჩევას აძლევს ცნობილი ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი ძალოვან უწყებებს

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები FBI-ის გარეშე ვერაფერს გახდებიან, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილის შვილმა, წარსულში ცნობილმა ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა, ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჯამალაშვილი მისგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა. "მამას სხვა ოჯახი ჰყავს და ჩვენ ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი-ორჯერ შევხვდი. მისი დაკავების ამბავიც ტელევიზიით გავიგე. მამა ჩემგან ვერანაირ ვიდეოჩანაწერს ვერ მიიღებდა. ყველას გასაგონად ვაცხადებ, თავის დროზე ვირუსის შექმნის გამო მედებოდა ბრალი და არა ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელებისთვის. ჩემი შექმნილი ვირუსი კი რასაც აკეთებდა ყველამ იცის", - განაცხადა ჯამალაშვილმა.

წაიკითხეთ: როგორ შექმნა 18 წლის ჰაკერმა ვასილ ჯამალაშვილმა კომპიუტერული ვირუსი, რომლითაც "ქართულ ოცნებას" უსმენდნენ

მისი თქმით, მამამისს კიბერუსაფრთხოების სფეროსთან არავითარი კავშირი არ აქვს. "შსს-ს უმოქმედობაში ვერ დავადანაშაულებ, ისინი ვიდეომასალების გასვლისთანავე ბლოკავენ კადრებს, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანმა ნახოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კიბერდანაშაულის შემსწავლელი განყოფილება, ამ საქმის გამოძიება ძალიან რთულია და საქართველოს ძალოვანი უწყებები FBI-ის გარეშე ვერაფერს გახდებიან. რამდენადაც ვიცი, მიმართეს კიდეც, მაგრამ პროცედურები დიდ ბიუროკრატიას შეიცავს. FBI-ის შეუძლია youtube-ის IP მისამართის გაგება, თუმცა ეს დამნაშავის დადგენას არ ნიშნავს. შეიძლება სხვა ქვეყნის ვთქვათ, ინტერნეტკაფედან აიტვირთა, რაც გამოძიებას გაართულებს. გარდა ამისა, კვალის არევის ბევრი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია IP მისამართის შეცვლა. ასე, რომ რთულია ამ საქმის გახსნა, თუმცა ვფიქრობ, დამნაშავის დადგენა მაინც არ გაუჭირდებათ", - განაცხადა ვასილ ჯამალაშვილმა.

ნახეთ ვიდეო| ჰაკერი ვასილ ჯამალაშვილი პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს | 16-03-2016

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 21 მარტის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ