ის, რაც დღემდე არ იცოდით სპილბერგის შედევრის ”შინდლერის სიის” შესახებ

ის, რაც დღემდე არ იცოდით სპილბერგის შედევრის ”შინდლერის სიის” შესახებ

10 უცნობი ფაქტი ლეგენდარული ფილმის "შინდლერის სიის" შესახებ:

1. სპილბერგი ფილმის გადაღებას მხოლოდ "იურული პარკის" გადაღებების დასრულების შემდეგ დათანხმდა

2. რეიფ ფაინსს 13 კილოგრამის მომატება მოუწია თავისი პერსონაჟის, გოეთის როლისთვის შესასრულებლად

3. სპილბერგმა არ აიღო ჰონორარი ფილმის გადაღებისთვის. განაცხადა, რომ ეს "სისხლიანი ფული" იქნებოდა

4. როდესაც სპილბერგი აუშვიცში იღებდა სცენებს, გადაწყვიტა შიგნიდან არ გადაეღო ბანაკები იქ დახოცილი ადამიანების პატივსაცემად

5. სპილბერგმა იმიტომ გადაწყვიტა ფილმის შავ-თეთრ ფირზე გადაღება, რომ ის მას აგონებდა შავ-თეთრ დოკუმენტურ ფილმებს ჰოლოკოსტზე

6. ფილმის უდიდესი ნაწილი კრაკოვის ებრაულ გეტოში გადაიღეს

7. ინტერვიუს დროს სპილბერგი მოყვა, რა იყო ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი ფილმის გადაღებისას. "ებრაული დღესასწაულის პასექის დროს სასტუმროში ახალგაზრდა გერმანელი მსახიობები, რომლებიც ნაცისტებს თამაშობდნენ, სალოცავი წიგნებით მოვიდნენ და ებრაელ მსახიობებთან ერთად ილოცეს. პატარა ბავშვივით დავიწყე ამის დანახვაზე ტირილი", - იხსენებს სპილბერგი

8. სპილბერგი დღის პირველ ნახევარში "შინდლერის სიას" იღებდა, საღამოობით კი "იურულ პარკს" ამონტაჟებდა

9. წითელ პალტოში გამოწყობილი გოგონა, რომელიც ფილმში თამაშობს, 3 წლის მსახიობი ოლივია დაბროვსკა იყო, რომელსაც სპილბერგმა პირობა დაადებინა, რომ ფილმს 18 წლამდე არ ნახავდა. დღეს ოლივია 26 წლისაა, თუმცა მან რეჟისორისთვის მიცემული პირობა დაარღვია და "შინდლერის სია" 11 წლის ასაკში ნახა

10. "შინდლერის სია" 12 ნომინაციაში იყო "ოსკარზე" წარდგენილი, აქედან შვიდში მას ჯილდო გადაეცა, მათ შორის საუკეთესო ფილმის და რეჟისორის კატეგორიაში

მომზადებულია warhistoryonline.com-ს მიხედვით

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს