"ზურა ხაჩიძეს, როცა აქციებზე დადიოდა, შეუთვალეს, შენი შვილის პამპერსიდან ნარკოტიკს ამოვიღებთო..."

"ზურა ხაჩიძეს, როცა აქციებზე დადიოდა, შეუთვალეს, შენი შვილის პამპერსიდან ნარკოტიკს ამოვიღებთო..."

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მიშა მესხი, რომელიც მომღერალ სოფო ბედიას მეუღლეა, გაზეთ "პრაიმტაიმთან" იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ძალოვნების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობდა და ფარული ჩანაწერების მოპოვება ხდებოდა. მან ის პერიოდი გაიხსენა (2012 წლის მარტი-მაისი), როცა "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო და საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი.

მიშა მესხის თქმით, "მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა "დავერბოვკებული". მაგალითად, ჩემს მეგობარ ზურა ხაჩიძეს, როცა ის აქციებზე დადიოდა, შეუთვალეს, შენი შვილის, ანასტასიას პამპერსიდან ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოვიღებთო... მე არაფრის არ მეშინია, მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მესხი.

ასევე წაიკითხეთ: "ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს არ გავკარებივარ" - მიშა მესხი სქემაზე, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია