ქართველი დეპუტატები ბრიუსელში არიან - "ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა"

ქართველი დეპუტატები ბრიუსელში არიან - "ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა"

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის დელეგაციის წევრები ახლოს არიან მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა.

"პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქურებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

ასევე წაიკითხეთ:

ნგრევა, პანიკა, დაშავებულები - ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების პირველი ფოტოები

მორიგი აფეთქება ბრიუსელში - ტერორისტების სამიზნე ამჯერად მეტროა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."