ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"ცხრასაათიან კურიერს ვუყურე და მინდოდა მოკლე პოლიტ. ანალიზი დამეწერა, მაგრამ... "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს საარჩევნო გუნდის პირველი ათეული მთლიანად ახალი, უპარტიო სახეებით უნდა დააკომპლექტოს! - გვამცობს ჩვეული უტიფრობით ერორი და თვით მეც, ვის ყურსა და თვალსა რა აღარ შეხვედრია, მოლოდინი მიჩნდება: ვააჰ, ნეტავ ვინ, საიდან, ნუთუ ხელისუფლებამ ისე გაუცრუა ყველას იმედი, რომ დამოუკიდებელი ფიგურები (ერთ მათგანად საკუთარი მოკრძალებული პერსონაც მიმაჩნია) ნაცმოძრაობას მიეკედლენ?
პროცესის სათავეში გაურკვეველი პოლიტიკური და გარკვეული სამართლებრივი სტატუსის მქონე ძებნილი ოდესის გუბერნატორი დგას, რა თქმა უნდა. ახალი სახეები, დამოუკიდებელი ფიგურები, უპარტიოები - იყრება ცნებები ეკრანიდან და იზრდება სასპენსი, ცნობისმოყვარეობა! ნეტავ ვინ არიან, საიდან, რა ხდება...???
ბოლობოლო იწყება ჩამონათვალი: გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, ეკა ტყეშელაშვილი, ხატია ბუნიათაშვილი, და ა.შ. "უპარტიოები", "ახალი სახეები"...
ვთიშავ პროგრამას და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ახალი ამათთან - კარგად გაბოზებული ძველია :))))))", - წერს გამსახურდია.