გურჯაანში 24 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

გურჯაანში 24 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

გურჯაანის სტადიონზე ვარჯიშის დროს 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დაღუპული პოლიციის აკადემიაში აბარებდა, რის გამოც შესაბამისი ნორმატივების ჩასაბარებლად ემზადებოდა.

"ნორმატივები ჰქონდა ჩასაბარებელი და ამიტომ ვარჯიშობდა, თუმცა სტადიონზე ვარჯიშის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა", - აცხადებენ ადგილობრივები. როგორც ისინი ვარაუდობენ, ბიჭს მუცლის აორტა გაუსკდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. საქმეს კრიმინალური პოლიციის გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს