უძ­ვე­ლე­სი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მეს­ხე­თი­დან

უძ­ვე­ლე­სი მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მომ­ჩე­ნი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მეს­ხე­თი­დან

გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძეს მეს­ხუ­რი ვა­ზის უძ­ვე­ლე­სი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა მა­მამ შეს­თა­ვა­ზა. თავ­და­პირ­ვე­ლად, იდეა რთუ­ლი და უტო­პი­უ­რი ეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა, ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ნელ-ნე­ლა "მო­ი­წამ­ლა". საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ძველ ნა­სახ­ლა­რებ­სა და ნა­სოფ­ლა­რებ­ში, ცი­ხე­ებ­სა თუ ეკ­ლე­სი­ებ­ში მეს­ხუ­რი ვა­ზის ჯი­შე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად სი­ა­რუ­ლი არ­ჩია და დღეს უკ­ვე თა­ვი­სი­ვე მო­ძი­ე­ბუ­ლი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ჯი­შე­ბი­დან ღვი­ნის თორ­მეტ სა­ხე­ო­ბას აყე­ნებს.

ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ღვი­ნო სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ, გა­მო­ფე­ნებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვს, სა­დაც მეს­ხუ­რი ბი­ოღ­ვი­ნო უჩ­ვე­უ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი მხა­რი­სა და მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, მიგ­რა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში აგ­რო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან პრო­ექ­ტ­შია ჩაბ­მუ­ლი, რო­მე­ლიც მეს­ხეთ­ში ის­ტო­რი­უ­ლი ღვი­ნის ტე­რა­სე­ბის აღ­დ­გე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- მეს­ხე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი რა­ტომ­ღაც, ყვე­ლას­გან მი­ვიწყე­ბუ­ლია. ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი, ჭაჭ­კა­რი, ვარ­ძი­ის უკან მდე­ბა­რე­ობს. ამ სო­ფელ­ში უძ­ვე­ლე­სი ვა­ზე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ერთ-ერ­თი ჩე­მი ვა­ზის ასა­კი 4 სა­უ­კუ­ნეს აღე­მა­ტე­ბა. დღე­საც გვაძ­ლევს ნა­ყოფს და ღვი­ნოს ვა­ყე­ნებ. სო­ფელ­ში 65-მდე ქვის საწ­ნა­ხე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რაც იმის მა­ნი­შნე­ბე­ლია, რომ ძვე­ლად ად­გილ­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ყურ­ძე­ნი იწუ­რე­ბო­და. და­წუ­რუ­ლი წვე­ნი ტი­კებ­ში ის­ხ­მე­ბო­და და ვარ­ძი­ა­ში შეჰ­ქონ­დათ, იქ კი ღვი­ნოს ქვევ­რებ­ში აყე­ნებ­დ­ნენ. ჭა­ჭა სო­ფელ­ში რჩე­ბო­და, სა­ხელ­წო­დე­ბა "ჭა­ჭის კა­რი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - "ჭაჭ­კა­რი" სწო­რედ აქე­დან მო­დის. ვარ­ძია და­ხუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სი იყო, რო­მელ­საც სა­ი­დუმ­ლო შე­სას­ვ­ლე­ლი ჭაჭ­კა­რი­დან ჰქონ­და. დიდია ამ სოფ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მი­სი იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ცალ­კე ვმუ­შა­ობთ.

- ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტრა­დი­ციუ­ლი მე­თო­დი შე­მორ­ჩე­ნი­ლია?

- და­ვიწყე­ბუ­ლია. მი­სი აღ­დ­გე­ნა ახ­ლა იწყე­ბა. შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქვის საწ­ნა­ხე­ლე­ბი, ქვევ­რე­ბი. მე ღვი­ნოს ქვევ­რ­ში სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით ვა­ყე­ნებ - ჭა­ჭით, ჭა­ჭის გა­რე­შე. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ჭა­ჭის გა­რე­შე აყე­ნებ­დ­ნენ. ის­ტო­რი­უ­ლად, შვი­დი ფე­რის ღვი­ნოს აყე­ნებ­დ­ნენ და შვი­დი­ვე მოთხოვ­ნის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დი­ო­და ექ­ს­პორ­ტ­ზე. რო­ცა მა­მამ პირ­ვე­ლად მითხ­რა, რომ მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბას აპი­რებ­და, იდეა ზედ­მე­ტად რთუ­ლი და უპერ­ს­პექ­ტი­ვო მეჩ­ვე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვად მეს­ხუ­რი ჯი­ში არ­სად ჩან­და. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს