ხე ზღვაში - 47 მეტრიანი მცენარე ციხისძირიდან გურიაში გადააქვთ

ხე ზღვაში -  47 მეტრიანი მცენარე ციხისძირიდან გურიაში გადააქვთ

ციხისძირიდან ასწლოვანი ხე, რომლის ურეკში გადატანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, კომპანია "ზიმოს" სპეცტექნიკის მობილიზების შემდეგ ციხისძირთან მიცურებულ სპეციალურ ბორანზე გადაიტანეს და დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად გაამზადეს.

ბარჟა ზღვაში ორი მცირე წყალში მცურავი საშუალებით გაიყვანეს. ტიტას ხის ზღვით ტრანსპორტირებას დაახლოებით 6-7 საათი დასჭირდება.

47 მეტრი სიმაღლის ხე ბარჟაზე გუშინ გვიან საღამოს განათავსეს. 640 ტონა მასის ზღვის ნაპირამდე მიტანას ორი საათი დასჭირდა.

ციხისძირიდან ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს