შაქარი შესაძლოა 2 ლარამდე გაძვირდეს

შაქარი შესაძლოა 2 ლარამდე გაძვირდეს

გამორიცხული არ არის, შაქრის ფასმა 2 ლარს მიაღწიოს. პროდუქტის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებითაა განპირობებული. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასმა ერთ თვეში 30%-ით, ხოლო ნახევარ წელიწადში თითქმის 45%-ით მოიმატა. დღეის მდგომარეობით ბირჟებზე 1 ტ შაქრის ყიდვა 463 დოლარადაა შესაძლებელი. ზუსტად 1 თვის წინ ეს მაჩვენებელი 368 დოლარს შეადგენდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტი 135 დოლარით გაძვირდა.

რაც მთავარია, ტენდენცია გრძელდება და ის ადეკვატურ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. დღესდღეობით საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1 ტომარა შაქრის ფასი 75 ლარია. საქმე იქითკენ მიდის, რომ იგი 80-85 ლარამდეც შეიძლება გაძვირდეს, ხოლო 1 კგ შაქრის ფასი 2 ლარამდეც ავიდეს, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.

საფასო ტენდენცია მხოლოდ მზარდია. "იაფი შაქარი", რითაც წამყვანი სუპერმარკეტები დროდადრო გვანებივრებდნენ, ბაზარზე აღარ გაიყიდება.

შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის "ლუქსი 2004"-ის გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ფიქრობს, რომ ფასზე ერთადერთ სასიკეთო გავლენას ლარის კურსი მოახდენს. ეროვნული ვალუტის გამყარების შემთხვევაში, შესაძლოა, ამით პოდუქტის მასშტაბური გაძვირება თავიდან ავიცილოთ, მაგრამ სხვაობა ფასში მაიც არ იქნება მცირე განაგრძეთ კითხვა

ზუგდიდელი მღვდელი ჟესტების ენას სწავლობს, რათა სმენადაქვეითებული პირებისთვის წირვა აღავლინოს

ფოტოები სამტრედიასთან მომხდარი ავარიიდან, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის