თუკი გადატვირთული სამუშაო რეჟიმი გაქვთ, ალბათ, გეცოდინებათ, რამხელა ფუფუნებაა წინასწარ მაღაზიაში ან მარკეტში წასვლა და მთელი კვირის პროდუქტების მომარაგება.
ეს განსაკუთრებით აქტუალური მარხვის პერიოდშია, რადგან ამ დროს ჩვეული კვების რეჟიმიდან გადახვევა გვიწევს.
არადა, თუკი სრულფასოვნად არ მივაწოდეთ ნაზამთრალ ორგანიზმს საჭირო ვიტამინები, შესაძლოა, გამოიფიტოს. ერთმანეთისგან ალბათ ხშირად გვსმენია, რომ უკვე აღარ გვყოფნის ფანტაზია, როგორ ვიკვებოთ მარხვის პერიოდში ან რით გავუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს, რომლებიც მარხვას იცავენ.
არადა, თუ კარგად დავფიქრდებით და ფანტაზიას მოვუხმობთ, სამარხვო პროდუქტებით უამრავი კერძის მომზადება შეგვიძლია.
გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვერკვია, რა პროდუქტი სჭირდება ერთი კვირის განმავლობაში ოჯახს, რომელიც 4 წევრისგან შედგება და აქედან 2 მარხვაზეა, იმისთვის, რომ მარხვის პერიოდში მრავალფეროვანი კერძები გვქონდეს სახლში. შემდეგ კი ნუსხა ჩამოვწერეთ და საკმაოდ ხელმისაწვდომ სუპერმარკეტს - "ლიბრეს" ვეწვიეთ, სადაც ხშირად აქციებიც მოქმედებს, რაც ხარჯების დაზოგვაში კიდევ უფრო გვეხმარება.
მოკლედ, შევადგინეთ 76 ლარის ფარგლებში, ერთი კვირის სამყოფი პროდუქტების სია, რომელშიც რამდენიმე მზა კერძიც შევიდა.
მაშ ასე, გთავაზობთ პროდუქტებს და მათ ფასებს:
ბურღულეული - ასაწონი მაკარონი - 1 კგ ( 1, 90 თეთრი)
ასაწონი წიწიბურა - 1 კგ ( 2,50 ლარი)
ასაწონი შვრიის ფანტელი - 1 კგ ( 1,90 ლარი)
ფენოვანი გაყინული ცომი - 0,5 კგ (2,25 ლარი)
ბოსტნეული - კარტოფილი - 2 კგ (2,40 ლარი)
კომბოსტო - 1კგ (0.30 თეთრი)
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კგ (3.35 ლარი)
სტაფილო - 1 კგ (1.35 კგ)
ჭარხალი - 0,5 კგ ( 0, 70 ლარი)
ბულგარული - 0,5 კგ (3. 40 ლარი)
თეთრი ხახვი - 0,5 კგ ( 0, 60 ლარი)
ნიორი - 300 გრ (2,65 ლარი)
პომიდორი - 1 კგ (2,80 ლარი)
მწვანილი - 1 კგ (3 ლარი)
ქამა სოკო - 0,5 გრ ( 5 ლარი)
ავოკადო - 100 გრ (1,75 ლარი)
ისპანახი - 1 კგ ( 3,0 ლარი)
"ვარენიკი" კარტოფილით - 7 ცალი (2.20 ლარი)
ბლინი სოკოთი - 7 ც (3.50 ლარი)
სამარხვო ფუნთუშები - 5 ცალი (4.75 ლარი)
ხრაშუნა "პეპელა" - 1 შეკვრა (3,25)
ხილი - მწვანე ვაშლი გრენისმიტი - 1 კგ ( 3.20)
ლიმონი - 0,5 კგ (2. 40 ლარი)
წაიკითხეთ გაგრძელება