"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"!

"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"!

ჟურნალი "გზა" 24 მარტის ნომერში აქვეყნებს სტატიას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში არსებულ სოციალურ სახლზე, რომელიც ახალგაზრდა კაცმა დააარსა და დღეს ის სახლის პატარა ბენეფიციარების ოჯახის წევრი, მეგობარი და მშობელია...

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ამ წერილში რასაც წაიკითხავთ, გამოგონილი არაფერია. სახელ-გვარებს არ მივუთითებ, რათა არ მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისზედაც ვისაუბრებ. ის სოციალური სახლი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელშია. მას მაღალი, ქერა ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს - დავარქვათ პირობითად, ლადო. ოცდაათიოდე წლისაა და ასაკთან შეუსაბამო ნაოჭები გასჩენია თვალების გარშემო. ამის მიზეზი, ადრე დაობლების გარდა, ისიც არის, რომ ლადოს ხშირად უწევს მოძალადე მშობლებთან ურთიერთობა.

სოციალური სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს დავარქვათ ლუკა. ისიც ქერაა. ცხვირი ოდნავ აპრეხილი აქვს, თმა - "ასლაქული", თვალები - მორუხო-მოცისფრო და ნაღვლიანი. სოციალური სახლის ფანჯარასთან ხშირად ჯდება და გადასცქერის ყვავილებად აფეთქებულ ატმებსა და ტყემლებს. გარეთ გაზაფხულია, ბავშვის გულში კი ზამთრობს დარდები. ამაზე ლაპარაკი ლუკას არ უყვარს, მაგრამ საუბრისას მაინც იკვეთება დარდის მიზეზი. ეს ჩემსა და ლუკას შორის დიალოგია:

- მე უკვე დიდი ვარ. მეექვსეკლასელი გახლავართ და ლადომ კომპიუტერთან დაჯდომის უფლება მომცა. ვინც ვიმსახურებთ, მორიგეობით ვიყენებთ ინტერნეტს. ლადოს იცნობ?

- კი, ვიცნობ.

- ჩემს ლადოს იცნობ?! მას არ უთქვამს, არადა, ყველაფერს მეუბნება ხოლმე.

- ტელეფონი თუ გაქვს? დაგირეკავ ხოლმე...

- მაქვს და მინდა, დამირეკო ხოლმე, მაგრამ ჩემი "კარტა" ხშირად მირზას (ესეც სოციალური სახლის ბენეფიციარია. - ავტ.) აქვს. საღამოობით სულ თავის შეყვარებულს ელაპარაკება და როგორ წავართვა? ჰო, იცი, მე ხაშლამის მომზადება ვისწავლე...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს