„აზრის დაფიქსირების არასოდეს შემეშინდება, არც გივისთან, არც პეტრესთან“ - ტასო ბარნოვას პასუხი კრიტიკოსებს

„აზრის დაფიქსირების არასოდეს შემეშინდება, არც გივისთან, არც პეტრესთან“ - ტასო ბარნოვას პასუხი კრიტიკოსებს

მსახიობი თათია სამხარაძე "სხვა რაკურსის" გუშინდელ ეთერს "ფეისბუქში" ეხმაურება და ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. მსახიობი იმასაც წერს, რომ გადაცემის გასვლის შემდეგ უამრავი სალაძღავი მესიჯი მიიღო, მაგრამ როგორც თათია ამბობს, "ამასაც გადაიტანს".

"კიდევ ერთხელ და უფრო მარტივად:

კანონი უნდა იცავდეს ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ეროვნებისა, რელიგიური შეხედულებებისა და მათ შორის !!!! სექსუალური ორიენტაციისაა!!! არც არავის მეტად და არც არავის ნაკლებად!

არ არსებობს არანაირი მოთხოვნა, ევროკავშირის მხრიდან რომ ქვეყანაში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ეს არის რაზეც ვთქვი რომ ქარის წისქვილებს ვებრძვით-მეთქი.

ჩემი აზრის დაფიქსირების არასოდეს შემეშინდება, არც გივისთან, არც პეტრესთან და არც პავლესთან.

ინბოქსში სალანძღავი წერილების ერთი ნაკადი უკვე გადავიტანე "მძიმე კაცის" გადაცემის მერე, ამასაც გადავიტან, როგორმე", - წერს თათია სამხარაძე, რომელსაც საზოგადოება ტასო ბარნოვათი იცნობს.

ასევე იხილეთ: "სამარცხვინოა, შენ რომ ამ ქვეყანაში დაიბადე..." - გივი სიხარულიძე და ტასო ბარნოვა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს