ყველასთვის ცნობილია სახელი ვინსენტ ვან გოგი და ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამ პოსტ იმპრესიონისტი ჰოლანდიელი მხატვრის მზესუმზირების ნახატს მაინც არ იცნობდეს.
თუმცა არის ფაქტები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ამ საიდუმლოებით მოცული პიროვნების შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.
1. ალბათ ბევრმა არ იცით, რომ მხატვარს ვინსენტი თავისი ბაბუისა და ერთი წლის ძმის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რომელიც ვან გოგის დაბადებამდე გარდაიცვალა.
2. სანამ ვან გოგი საკუთარ ცხოვრებას საბოლოოდ დაუკავშირებდა მხატვრობას, მას არაერთი პროფესიის მორგება მოუწია. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ბიძამ მას ნახატების გამყიდვლად დააწყებინა მუშაობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მასწავლებლადაც მუშაობდა ინგლისში, შემდეგ კი წიგნების მაღაზიაში ჰოლანდიაში. მამის მსგავსად, ვინსენტსაც სურდა სასულერო პირი გამოსულიყო და 1878 წელს ბორინაჟში, ბელგიაში, დასახლდა, სადაც სასულიერო პირი გახდა, თუმცა, მალევე აუცრუვდა გული რელიგიური მოღვაწის კარიერაზე.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს, ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას ასახავდა.
3. აღსანიშნავია, რომ მისი ძმა ტეო, რომელიც ასევე ნახატებით მოვაჭრე იყო, მთელი ცხვორების მანძილძე ფინანსურად და მორალურად ეხმარებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვან გოგმა მხატვრობას მიჰყო ხელი. იხილეთ გაგრძელება