"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს

"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს

ფეისბუქ-მომხმარებელი ვატო გელაშვილი შორენა ბეგაშვილის შვილთან, ევა ბარბაქაძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი თქმით 6 წლის წინ მოხდა. აი რას წერს გელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე:

"2010 წელი იყო კაფე ნიკალაში პეკინზე მეგობართან ერთად ვსადილობდი. უცებ ხმაური ატყდა. ზოგმა შეიკივლა, ზოგმა სასწრაფოს დაურეკეთო იყვირა. ხანშიშესული ქალბატონი გამხდარიყო ცუდად. ხალხიც მისეოდა საშველად. ზოგი პულსს უსინჯავდა, ზოგი ყურს უზელდა. მარა ყველაზე მეტი აქტიურობით ერთი პატარა ნაქსოვქუდიანი, ელასტიკებიანი, დუტის ჟილეტიანი, ლამაზი გოგონა გამოირჩეოდა, იქნებოდა 10-12 წლის. ხელში პლასმასის წყლით სავსე ბოთლი ეჭირა და მოხუც ქალბატონს დაქაჩული, შეწუხებული და აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. თან წყალს ხელზე ისხამდა და სახეზე უსმევდა თავის ლამაზი თითებით. ხან ტუჩთან მიუტანდა და ყლუპებად ასმევდა ავადმყოფს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას... ამასობაში სასწრაფოც მოვიდა, მოხუც მანდილოსან დახმარება გაუწიეს. ფეხზე წამოაყენეს. მოკლედ, მიხედეს.

ეს ლამაზი გოგონა, რომელიც რატომღაც ჩავთვალე, რომ საკუთარ ბებიას ეხმარებოდა, სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა თურმე ასე გამალებით. დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწევს ბრძოლა. შორენას გოგოზე მაქვს ლაპარაკი. ჩემს ლამაზ ქართველ საამაყო გოგოზე! ღმერთმა ჯამრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს და საქართველოს" - წერს ვატო გელაშვილი ფეისბუქზე.

შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონა საბედნიეროდ გადარჩა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს