როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ

როგორ გამოიყურება საძინებლები, სადაც მდიდრებს და ცნობილებს სძინავთ

რას იტყოდით ერთ გამოძინებაში 47 000 დოლარი რომ გადაგეხადათ? სწორედ ამდენს იხდიან აბუ დაბის ცნობილი სასტუმრო The St. Regis-ის სტუმრები ერთ ღამეში. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ამ ძვირადღირებულ ნომერში მოხვედრა პირდაპირ ვერტმფრენიდან არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ მდიდარმა სტუმარმა დრო არ დაკარგოს, ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი პერსონალურად ამ ნომრის სტუმრებისთვის არის გამოყოფილი.

ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის პენტჰაუსი, რომელიც ნიუ იორკის Plaza Hotel-ში არის განთავსებული, მდიდრული ძილის კიდევ ერთი საშუალებაა. გასაკვირი არ არის, რომ სასტუმროში, რომელიც ექსკლუზიურობისა და ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება, 65 წლის დიზაინერს საუკეთესო ნომერი აქვს გამოყოფილი. ენით აუწერელ ფუფუნებას ნიუ იორკის შთამბეჭდავი ხედებიც ემატება, რომელიც პენტჰაუსის ფანჯრებიდან ცენტრალ პარკზე იშლება.

ვერსაჩეს სასახლე, რომელიც მაიამი ბიჩზე მდებარეობს, ბოლო მფლობელმა 41 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლის ერთ-ერთი მშვენებაა მდიდრული საძინებელი, რომელშიც ერთ დროს იტალიელ დიზაინერს ეძინა. ერთხელ კი აქ მადონამაც გამოიძინა, როცა მაიამი ბიჩს სტუმრობდა.

ამ საძინებელში მხოლოდ საწოლი, რომელიც ალიგატორის ტყავისგანაა დამზადებული, 80 000 დოლარის ღირებულებისაა. გამოძინება კი სტუმარს 1 მილიონ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში მოუწევს. საწოლის კიდეში მოთავსებულ სკამში კი ტელევიზორი "იმალება" - ღილაკზე ერთი დაჭერა და ძილის წინ საყვარელი ფილმის ნახვასაც შეძლებთ.

კიდევ ერთი მდიდრული საძინებელი, სადაც მოარული ხმებით 1960 წელს ერთი ღამე გაატარეს ჯონ კენედიმ და მერილინ მონრომ, სან ფრანცისკოში მდებარეობს. სასტუმრო Fairmont-ის საპრეზიდენტო პენტჰაუსის დაქირავება მსურველს ღამეში 15 000 დოლარი დაუჯდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს