შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც ტელეკომპანია "იმედს" იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ვანო ჩხაიძემ განუცხადა, ევას ხვალისთვის საოპერაციოდ ამზადებენ.
ევას შესახებ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე მისი შეყვარებული, ბიკო გელაშვილი წერს:
"მოკლედ, მომისმინეთ რაა, არ გვინდა რა ეს "ყველაფერი კარგად იქნება" პოსტები. თუ გული შეგტკივათ ევაზე და გინდათ რომ მხარში დაუდგეთ, ფოტოების დადებას წადით და ილოცეთ. მოკლედ, თავი შეიკავეთ მსგავსი პოსტებისგან, იმიტომ რომ არც მე, არც ევას ოჯახის წევრებს და, ზუსტად ვიცი, თვითონ ევასაც არ ესიამოვნებოდა", - წერს ბიკო.
ევას და ბიკოს სოციალურ ქსელში ბევრი ერთობლივი ფოტო აქვთ, როგორც ფოტოების კომენტარებიდან ირკვევა, მოზარები შეყვარებულები არიან.

