მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

სსიპ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა მიმდინარე წლის იანვრიდან იურისტად ძმა, ნიკოლოზ ათუნაშვილი აიყვანა. მასთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა.

მანამდე თეატრში იურისტად ნინო დემეტრაძე მუშაობდა. მას ხელშეკრულების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ამოეწურა და დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

"რატომ მითხრეს უარი ხელშეკრულების გაგრძელებაზე, არ ვიცი, დირექტორს რომ შევხვდი და ვესაუბრე, მითხრა, ვადა ამოიწურა და აღარ ვაპირებთ შენთან თანამშრომლობასო", - ამბობს ნინო დემეტრაძე.

ათუნაშვილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება, დემეტრაძესთან ხელშეკრულება აღარ გაეგრძელებინა, ერთად მიიღეს: "ისეთი რაღაცეები დავავალე, რასაც ვერ შეძლებდა იმ მომენტში, რადგან პატარა ბავშვი ჰყავს და თბილისში, სასამართლოში იყო ბევრი სარბენი. მშენებელი გვიჩიოდა. მითხრა, ვერ შევძლებო, ავუხსენი რა ვითარებაც იყო და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - ამბობს თეატრის დირექტორი.

აღნიშნულს უარყოფს დემეტრაძე: "კანონში სადმე წერია, რომ თუ ერთ წლამდე ასაკის შვილი გყავს, სამსახურიდან უნდა გამოგიშვან?! პირველი შვილი როცა მყავდა პატარა, მაშინ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებს ვართმევდი თავს. ოჯახური მდგომარეობა ხელს არაფერში შემიშლიდა. ვერ იტყვიან, რომ რაღაცა დამავალეს და ვერ შევასრულე".

წაიკითხეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა