ანტარქტიდა - ადგილი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ტურები ხორციელდება

ანტარქტიდა - ადგილი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ტურები ხორციელდება

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოგზაურობა ანტარქტიდაში აუხდენელი ოცნება იყო, დღეს კი ყინულოვანი კონტინენტის ულამაზესი ლანდშაფტის დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.

მთავარია - განეწყოთ ექსტრემალური დასვენებისთვის და კარგად დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა.

ანტარქტიდაზე სიმარტოვე და სიცივე სუფევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ მსოფლიოს ყველა წერტილიდან ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ადამიანი ჩადის.

პირველი ტურისტები ამ კონტინენტს 1958 წელს არგენტინული სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდით ესტუმრნენ.

მოგზაურობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, ემოციები კი იმდენად ძლიერი, რომ 1969 წელს ლარს ერიკ ლინდბლადმა გადაწყვიტა ანტარქტიკული ტურების შესრულება.

როდის გავემგზავროთ?

ტურისტული სეზონი ანტარქტიდაზე ნოემბერში იწყება და მარტში მთავრდება. ნოემბერში ჩასვლა თუ გადაწყვიტეთ, იქ ანტარქტიკული გაზაფხული დაგხვდებათ - ეს არის პერიოდი, როცა პინგვინები წყვილს ეძებენ, ოჯახს ქმნიან და სიყვარულის ნიშნად ქვებს ჩუქნიან ერთმანეთს.

დეკემბერი-იანვარში ბუნება აყვავებულია, იანვარ-მარტში კი ზამთრის სეზონი იწყება - ეს არის საუკეთესო დრო ვეშაპების დათვალიერებისთვის. ფასები უფრო დაბალია სეზონის დასაწყისსა და დასასრულს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს