უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო და ინდური სერიალების ვარსკვლავი, გაურავ ჩოპრა ბორჯომში "ცეკვავენ ვარსკვლავების" სხვა მონაწილეებთან ერთად ისვენებენ. სოციალურ ქსელში მსახიობების ფოტოები ვრცელდება.
"ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი "იმედის" ეთერში 5 აპრილს დაიწყება. პროექტში მონაწილეობას 13 წყვილი მიიღებს, მათ შორის არიან სტანისლავ ბონდარენკო და გაურავ ჩოპრა.



