„ევა კონტაქტურია, შორენა მის გვერდზეა სულ...“ - რას წერს კახა მამულაშვილი ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე

„ევა კონტაქტურია, შორენა მის გვერდზეა სულ...“ - რას წერს კახა მამულაშვილი ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე

პროდიუსერი კახა მამულაშვილი შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობაზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მამულიჩა "ფეისბუქზე" წერს, რომ ევა ბარბაქაძის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ის უკვე კონტაქტურია.

"მეგობრებო, ახალი რომ იქნება დავწერ აუცილებლად, კი არ მეზარება, ვიცი ბევრი ადამიანი ნერვიულობს, გულშემატკივრობს, ცალკე ვერ გწერთ პასუხს, უამრავი ადამიანი ხართ... ბოდიშით. ინფორმაციებს ველოდებით ჩვენც ექიმებისგან.

რაც მთავარია სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და კონტაქტურია, შორენა მის გვერდზეა სულ... იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად იქნება", - წერს კახა მამულაშვილი.

როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, ევა ბარბაქაძე მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. მათი ინფორმაციით, პაციენტის ხერხემალსა და კიდურებზე მიყენებული ყველა ტრავმული დაზიანება იაშვილის კლინიკის ქართველი ექიმების ოპერაციული ჩარევის შედეგად აღდგენილია.

ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

ასევე იხილეთ: "გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ, ყველაფერი მტკივაო..." - რას ყვება სასწრაფოზე თვითმხილველი, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს