სამყაროს ყველაზე უცნაური ობიექტები

სამყაროს ყველაზე უცნაური ობიექტები

სამყარო საიდუმლოებებითაა მოცული. რაც უფრო მეტს ვიგებთ კოსმოსზე, მით უფრო მეტი კითხვა გვებადება. სამყაროში მიმდინარე მოვლენები გაცილებით უფრო საოცარია, ვიდრე ამას მწერლები ფანტასტიკურ ნაწარმოებებში აღწერდნენ.

სამყარო საოცარი კოსმოსური ობიექტებითაა სავსე, რომლის საიდუმლოება მეცნიერებამ ჯერჯერობით ვერ ამოიცნო.

დაბნელებადი ვარსკვლავი

მირა - ცვალებადი დაბნელებადი ვარსკვლავია, რომელიც წითელი სუპერგიგანტისგან მირა ა-სგან და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავისგან, მირა ბ-სგან შედგება. ობიექტი დედამიწისგან 417 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს, მისი რადიუსი მზის 330-440 რადიუსის ოდენაა.

მირას მტვრისა და გაზისგან შემდგარი უზარმაზარი კუდი აქვს, რომლის სიგრძეც 13 სინათლის წელს შეადგენს - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე.

სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო „მშვიდად“ ბრუნავენ, მირა ისეთი სიჩქარით მოძრაობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, თითქოს სადღაც გარბის. მირას სიჩქარე წამში 130 კილომეტრს შეადგენს.

გაყინული ვარსკვლავი

WISE 0855-0714 სუბყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავია, სადაც წარმოუდგენელი სიცივეა. მეცნიერების ცნობით, ვარსკვლავზე, რომელიც მზისგან საკმაოდ ახლოს, 7,2 სინათლის წლის სიშორეზე მდებარეობს, ტემპერატურა -48° -13°C-ს აღწევს. WISE 0855-0714 ასაკი 10 მილიარდ წელს არ აღემატება. წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს