ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგონაზე ქორწინდება? – სოდ-ის ყოფილი უფროსის დედის კომენტარი

ერეკლე კოდუა უკრაინელ გოგონაზე ქორწინდება? – სოდ-ის ყოფილი უფროსის დედის კომენტარი

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა უკრაინული წარმოშობის სტუდენტზე ქორწინდება, რომელიც პრაღაში ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, კოდუა ნანუკა ჟორჟოლიანს სწორედ 19 წლის გოგონას გამო დაშორდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ამბები.გე ერეკლე კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა.

- ეს ინფორმაცია არის ტყუილი. როგორც კი ეს ამბავი წავიკითხე, დავურეკე ერეკლეს და ინფორმაცია უარყო.

- ამბობენ, რომ ნანუკას ამ გოგოს დაშორდა და მასზე დაქორწინებას აპირებს...

- არ ვიცი ნანუკას რატომ დაშორდა. ერეკლეს ყავს 5 შვილი და არავისზე არ აპირებს დაქორწინებას. ტყუილია რაც დაიწერა.

"ამბები.გე" ერეკლე კოდუას ძმას გიორგისაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრაზეა და კომენტარი არ გააკეთა.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

ასევე იხილეთ: ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა - "6 თვეა ცოლ-ქმარი აღარ ვართ"

"ერეკლე შვილებს ალიმენტს არ უხდის" - რას ამბობს კოდუას ყოფილი ცოლი ნანუკა ჟორჟოლიანზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია