მეცნიერებმა ელემენტარულ ნაწილაკების შესახებ ინფორმაცია მუსიკად გარდაქმნეს - შედეგმა ისინი გააოგნა

მეცნიერებმა ელემენტარულ ნაწილაკების შესახებ ინფორმაცია მუსიკად გარდაქმნეს - შედეგმა ისინი გააოგნა

ატომური კვლევების ორგანიზაცია CERN-ის მეცნიერები სამყაროს ყველაზე პატარა ნაწილაკების შესასწავლად ახალ მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი მათგანია დიდი ადორნული კოლაიდერის მონაცემების ხმოვან სიხშირედ გარდაქმნა - მუსიკის გამოყენება, როგორც აღმოჩენილი ინფორმაციის სათარგმნი ენის.

მოისმინეთ მელოდია

ხდება ინფორმაციის ხმოვან ტალღად გადაქცევა, მისი მუსიკალურ ჰანგებთან შედარება, რაც ინფორმაციას უფრო გასაგებს ხდის.

რამდენიმე დღის წინ CERN-ს მეცნიერებმა ჰიგსის ბოზონის ინფორმაცია ჟღერადობად გარდაქმნეს. ისინი გაოგნდნენ, როცა მოისმინეს წარმოქმნილი მელოდია, რომელიც საკმაოდ ცნობილი ნოტებისგან შედგებოდა.

"მოულოდნელია, რომ ასეთი საშინელი მუსიკა აღმოვაჩინეთ ასეთ მნიშვნელოვან მონაცემებში. მოლოდინი მქონდა, რომ სამყარო უფრო დრამატულად, ფილმის მუსიკასავით ჟღერდა", - აცხადებს მეცნიერი უილჰელმ რიჩარდ ვაგნერი.

გუნდი ახლა მუშაობს ყველა მონაცემის გამუსიკალურებაზე. შემდეგი ნაბიჯია ფიზიკის სხვა თეორიების შემოწმება, აქვთ თუ არა მათ მუსიკალური ფონი.

მომზადებულია home.cern-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს