ევა ბარბაქაძის პირველი ფოტო ოპერაციის შემდეგ

ევა ბარბაქაძის პირველი ფოტო ოპერაციის შემდეგ

სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაციის შემდეგ გადაღებული ფოტო ვრცელდება. ფოტოს კრისტი ყიფშიძის შვილი ნატალია ყიფშიძე "ინსტაგრამზე" ავრცელებს.

შორენა ბეგაშვილის არასრულწლოვანი ქალიშვილი 26 მარტს კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძეს პირველი ნეიროქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა, რომელიც 9 საათს გაგრძელდა. ოპერაცია იაშვილის კლინიკის ექიმებმა: ნეიროქირურგმა ლადო წიქარიშვილმა და ტრავმატოლოგმა ირაკლი ვარძუკაშვილმა ჩაატარეს. პაციენტს მეორე 4-საათიანი ოპერაცია კიდურებზე ჩაუტარდა და იგი აღნიშნული კლინიკის ტრავმატოლოგებმა: მერაბ ვარძუკაშვილმა და ზურაბ ბერუაშვილმა გააკეთეს. ოპერაციაზე ანესთეზიოლოგი დალი ჟორჟოლიანი იყო. 14 წლის ევა ბარბაქაძე ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაწერენ მოზარდს საავადმყოფოდან.

ასევე იხილეთ: "ღმერთმა ევა მეორედ მაჩუქა" - შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი ქალიშვილის ინციდენტის შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს