საგზაო ნიშანი, რომელმაც ოზურგეთელების აღშფოთება გამოიწვია - ქალაქის მერის პოზიცია სკანდალურ აბრაზე

საგზაო ნიშანი, რომელმაც ოზურგეთელების აღშფოთება გამოიწვია - ქალაქის მერის პოზიცია სკანდალურ აბრაზე

ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩაზე საგზაო ნიშანი ამ დღეებში დამონტაჟდა. მისი ამსახველი ფოტო "გურია ნიუსმა" გაავრცელა. აბრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა უარყოფითი კომენტარები.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ "გურია ნიუსთან" გააკეთა.

"ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი თანაქალაქელები თვლიან, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, იქ გააჩერებენ თავიანთ ავტომობილებს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ქალაქის მერიის მიერ დარგული მწვანე ნარგავები შეუძლიათ წაიღონ და საკუთარ სახლებში დარგონ და ა. შ. ბევრი მსგავსი რამ, დიახ, სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში ხდება. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, როგორც კი ქალაქის მერია იწყებს მსგავსი სამარცხვინო ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, იმ წუთში ამ ადამიანებს ათასი დამცველები გამოუჩნდებათ ხოლმე. პირობას გაძლევთ, ამის გამკეთებელი დაისჯება მთელი სიმკაცრით, რისი ბერკეტიც კი გააჩნია ქალაქის მერიის სამსახურს. ასევე პირობას გაძლევთ, რაც არ უნდა წინააღმდეგობას წავაწყდეთ, აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქში ამ პრობლემებს და ნურავინ შეეცდება ნებისმიერი კატეგორიის მოქალაქის დაცვას იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რის გამოც ქალაქი გადაგვარდა და ქალაქს აღარ გავს", - ამბობს სიორიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა