ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში

ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი, პარლამენტარის ქმარი და მინისტრის მოადგილე - "ოცნების" კანდიდატები გურიაში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" გურიაში წარსადგენი კანდიდატებიდან მხოლოდ ოზურგეთზეა ჩამოყალიბებული. მმართველი ძალა ქალაქში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის წარდგენას გეგმავს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია.

"გურია ნიუსისთვის" მიწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარად "ოცნებაში" ოთხი კანდიდატურა განიხილება - გურიის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც წარმოშობით ლანჩხუთიდანაა; ასევე ლანჩხუთელი, ბიზნესმენი ბადრი წილოსანი; კიდევ ერთი ლანჩხუთელი ბიზნესმენი სოსო ჩხაიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის ქმარია და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი.

"გურია ნიუსთან" თემურ ჭკუასელი არ უარყოფს, რომ მისი კანდიდატურა განხილვის სტადიაშია.

"თუ მთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი არ მაქვს, უარს არ ვიტყვი, მაგრამ ჯერ ეს თხოვნა არ ყოფილა. ჩემი დედულეთი ლანჩხუთშია და სიმართლე რომ გითხრათ, ლანჩხუთში უფრო კარგად მიცნობენ, ვიდრე ჩოხატაური მიცნობდა 2012 წელს. არის ის მომენტიც, რომ მე თავად შემიძლია ვითხოვო კანდიდატად დაყენება, რადგან ჩემი წარსული, ურთიერთობები მაძლევს ამის თქმის საფუძველს, თუმცა ამას არ გავაკეთებ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა