"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება

"ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება" - "მასტერა" პატიმრობაში რჩება

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა" პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი დგებუაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. არგუმენტად, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ გიორგი დგებუაძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან დაკავებამდე და იმყოფებოდა მიმალვაში.

მოსამართლემ დასაბუთებულად მიიჩნია პროკურორის ვარაუდი, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დგებუაძე თავს აარიდებდა მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას და მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას, მტკიცებულების განადგურებას და შესაბამისად, არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

წაიკითხეთ: ვინ არის "მასტერა" - გახმაურებული დანაშაულები, რომელიც გიორგი დგებუაძის სახელს უკავშირდება

როგორც ყოფილმა კუდ-ელმა პროცესზე განაცხადა, მისთვის "ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ". გიორგი დგებუაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს მიმალვას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას, შესაბამისად მოითხოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას.

"არავითარი საფუძვლები რაც პროკურორმა ჩამოთვალა დღეის მდგომარეობით არ არსებობს. ვთვლი, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ფაქტები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს სიტუაციას - შექმნის იმ რეალურ სურათს რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ოპერაციასთან. არანაირად არ ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ასევე ის, რომ 22-23 თვე დაიწყო რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები. რა მნიშვნელობა აქვს ეს იქნება ჰოლანდია, ბელგია თუ მარსი? ამიტომ გთხოვთ დააკმაყოფილოთ ჩემი ადვოკატების მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე. "მასტერას" საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო.

იხილეთ ვიდეო

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ