როგორი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები მომავალში?

როგორი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები მომავალში?

სამეწარმეო დიზაინის კონკურსი Electtrolux Design Lab-ი ყოველწლიურად ტარდება. შარშან კონკურსი ჯანმრთელ და ბედნიერ ბავშვებს მიეძღვნა და მასში 56 ქვეყნიდან 1 500-ზე მეტმა მონაწილემ წარადგინა საკუთარი პროექტი.

შერჩევის ეტაპის შემდეგ ექვი ფინალისტი ჟიურის წინაშე წარდგა, ხოლო გამარჯვებულმა ფულადი ჯილდო მიიღო და Electtrolux-ის დიზაინის გლობალურ ცენტრში ნახევარწლიანი სტაჟირება გაიარა.

პირველი ადგილი ბრიტანელმა ჯორდან ლი მარტინმა დაიკავა, "არსებული ტექნოლოგიების ჭკვიანური გამოყენებისთვის" პროექტით Bloom-ი.

ინოვაციური პროექტი წარმოადგენს ელექტროჩაიდანს, რომლის ორქთლის ნაწილი გამოიყენება ჰიდროპონური, ანუ ნიადაგის გარეშე მოყვანილი მცენარეების მოსარწყავად, ასევე კერძების მოსამზადებლად და გამოყენებული ჭურჭლის სტერილიზაციისთვის.

მეორე ადგილი დაიკავა იდეამ, რომელიც ჟიურის მოსაზრებით, ეფუძნება "სამწუხარო და ამავდროულად რეალურ მოთხოვნილებას". ეს არის ლიტველი დომინიკას ბადინასის პროექტი Air Shield-ი და წარმოადგენს ბავშვის ეტლს, რომელიც ორგანული მინით არის დაფარული და ეტლში უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მიკროკლიმატს. იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს